წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: 185 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2018 15:20

მიღების თარიღი მარტი 29, 2018

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადეის          განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/676-18, 06.02.2018, №შ-6/1048-18 26.02.18, №შ-6/1198-18, 05.03.2018 და №შ-6/1574-18, 26.03.2018) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“  ითხოვს მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი,მუსიკალური/გასართობი)  ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მულტიპლექსი);

ვ.ბ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);

ვ.გ ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით 6 თვის ვადაში, ხოლო დანარჩენი ტექნოლოგიებით ავტორიზაციის გავლიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „პოზიტივი“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მოთხოვნებს;

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 თებერვალს წარმოდგენილ საავტორიზაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები ხარვეზით იყო წარმოდგენილი: კერძოდ, შესაბამისობის დეკლარაციაში არ იყო მითითებულ შპს „აქცეპტის“ პარტნიორები; მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია არ შეიცავდა ინფორმაციას შპს „აქცეპტის“ შესახებ; ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ ასევე არ შეიცავდა ინფორმაციას შპს „აქცეპტის“ თაობაზე; შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №16/571-18, 19.02.2018წ.). შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის 26 თებერვალს. გარდა ამისა კომპანიამ 2018 წლის 5 მარტს წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაციის განახლებული ფორმა, ხოლო 26 მარტს დააზუსტა ქონებრივი დეკლარაციის ფორმაში მონაცემი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია ჯონდო ნანეტაშვილი (პ/ნ43001002804), 20%-იანი წილის მფლობელია ნინო გაგნიძე (პ/ნ43001009372), 20%-იანი წილის მფლობელია ბადრი ნანეტაშვილი (პ/ნ43001002988) და    10%-იანი წლის მფლობელია შპს „აქცეპტი“ (ს/კ206335143), შპს „აქცეპტის“ 20%-იანი წილის მფლობელია კახა კობიაშვილი (პ/ნ54001002613) და 80%-იანი წილის მფლობელია ლერი კაპანაძე (პ/ნ54001007156). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზიების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დირექტორის და დამფუძნებლების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 20%-იანი წილის მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის (პ/ნ43001002988) მიერ შევსებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2009 წლის მდგომარეობით. დეკლარაცია შევსებულია გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. დანარჩენი ფიზიკური პირების - ჯონდო ნანეტაშვილის (პ/ნ43001002804), ნინო გაგნიძის (პ/ნ43001009372), ბადრი ნანეტაშვილის (პ/ნ43001002988), კახა კობიაშვილის (პ/ნ54001002613) და ლერი კაპანაძის (პ/ნ54001007156) მონაცემები ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ვებ-გვერდზე არ იძებნება. ყველა ფიზიკური პირის მონაცემი გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემი მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბადრი ნანეტაშვილი წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. თუმცა ამავდროულად კომპანიის დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ადასტურებს, რომ კომპანიის დამფუძნებლები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.  შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“, შპს „აქცეპტისა“ და ფიზიკური პირების ჯონდო ნანეტაშვილის, ბადრი ნანეტაშვილისა და ნინო ძაგნიძის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ფლობს საერთო საეთერო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით ზემოაღნიშნული კომპანიებისა და ფიზიკური პირის აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 29 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2018 წლის 29 მარტის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და  მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“  

შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი/მუსიკალური, გასართობი) ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გორის მულტიპლექსი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);

ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);       

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ავტორიზაციის გავლიდან 6 თვის ვადაში, ხოლო დანარჩენი ტექნოლოგიების გამოყენებით ავტორიზაციის გავლიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

თ.გ)ინტერნეტი - უფასო;

თ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს  (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები