წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 206 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 17, 2018 17:30

მიღების თარიღი აპრილი 05, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 20 სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 5 აპრილის N20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2018 წლის 5 აპრილის N20 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 სხდომის  დღის წესრიგი

            ქ. თბილისი 2018  წლის 5  აპრილი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „მადისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „დი+“-ის მიერ სალიცენზიო ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალიტი);
  4. შპს „სინემა კახეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. ი/მ „მარიანა ოკლეისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6.  სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი  სპეციალისტი);
  7. შპს „დისქავერი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  8. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  9. შპს „ოპტიმალნეთვორქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. შპს „2ა ემოციის“ (ს/კ 400149415) კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემისსაკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/ნ 400015201) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ (ს/ნ 445459423)  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  12. სს „სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. შპს „გლდანი მოლ სერვისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  15. შპს „სანდოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები