წვდომის მენიუ

შპს „2ა ემოციის“ (ს/კ 400149415) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 212 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2018 10:29

მიღების თარიღი აპრილი 05, 2018

შპს „2ა ემოციის“ (ს/კ 400149415) კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “აირკონექტის“  (ს/კ 400065683) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 23 მარტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს და  შპს „2ა ემოციამ“ და შპს “აირკონექტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1540-18 23.03.2018), შპს „2ა ემოციას“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობა) შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „2ა ემოცია“ და შპს “აირკონექტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „2ა ემოციას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს “აირკონექტს“  ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს „2ა ემოციას“ წილის 50%-ის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი არჩილ შარვაძე (უკრაინა), ხოლო წილის 50%-ის -  არარეზიდენტი ფიზიკური პირი ანდრეი კოლომიტცევი (უკრაინა).შპს „2ა ემოციას“ დირექტორია ანდრეი კოლომიტცევი.

შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია დიმიტრი გოგოხია.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „2ა ემოციის“, შპს „2ა ემოციის“ პარტნიორების:  არჩილ შარვაძისა და ანდრეი კოლომიტცევის, ასევე შპს “აირკონექტის“, შპს “აირკონექტის“ პარტნიორისა და დირექტორის დიმიტრი გოგოხიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად შპს „2ა ემოცია“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გორის მუნიციპალიტეტში. შპს „2ა ემოცია“ 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით ემსახურებოდა 181 აბონენტს (ხვედრითი წილი 1%).

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად შპს “აირკონექტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს “აირკონექტი“ ემსახურებოდა 1452 აბონენტს, კერძოდ, ბათუმში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,03%), თბილისში - 132 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,02%), კასპის მუნიციპალიტეტი - 380 აბონენტი (ხვედრითი წილი 10%), საჩხერის მუნიციპალიტეტში 468 აბონენტი (ხვედრითი წილი 17%), ფოთში - 20 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%), ქედის მუნიციპალიტეტში - 40 აბონენტი (ხვედრითი წილი 15%), ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 203 აბონენტი (ხვედრითი წილი 11%), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 145 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%), ხობის მუნიციპალიტეტში 52 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%).

ვინაიდან შპს „2ა ემოცია“ და შპს “აირკონექტი“ საქმიანობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და მომსახურების გეოგრაფიულ საზღვრებში თანაკვეთა არ აქვთ, შპს „2ა ემოციას“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ  შესაძლო შეძენის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „2ა ემოციას“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ  შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „2ა ემოციას“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს „2ა ემოციის“ და შპს “აირკონექტის“ ერთობლივი განცხადება;

2. მიეცეს თანხმობა შპს „2ა ემოციას“, შპს „2ა ემოციის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე;

3. შპს „2ა ემოციის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „2ა ემოციამ“ და შპს “აირკონექტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „2ა ემოციასა“ და შპს “აირკონექტისათვის“ გაგზავნა.

5.  გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის   შპს   „2ა ემოციისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „2ა ემოციისა“ და შპს “აირკონექტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები