,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2018 11:10
მიღების თარიღი აპრილი 12, 2018
,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით.
2018 წლის 29 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ გამოაცხადა შესვენება და ზეპირი მოსმენის გაგრძელების მიზნით სხდომა დანიშნა 2018 წლის 12 აპრილს.
,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განსახილველად ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილე ავტორიზებული პირების თხოვნის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ავტორიზებული პირების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრის განმეორებით გამართვა, ზეპირი მოსმენის გადადება და ამ მიზნით შესაბამისი ცვლილების შეტანა ,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 26 აპრილს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“;
ბ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
5.კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ე. ჭახრაკია).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
