შპს “გლობალ სელის“ ( ს/კ 204567085) წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ (ს/კ 404492296) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:28
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს “გლობალ სელის“ ( ს/კ 204567085) წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ (ს/კ 404492296) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 11 აპრილს წერილით მიმართა შპს “გლობალ სელმა“, (კომისიაში რეგისტრაციის №6/1821-18 11.04.2018), შპს “გლობალ სელის“ წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალ სელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
B.M.1 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
როუმინგული კავშირით მომსახურება |
|
B.M.2 |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება |
|
|
მულტიმედიური მომსახურება |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) |
|
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება |
|
|
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალ სელი“ ფლობს შემდეგი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს: 91770-91779; 91330-91339; 91440-91449; 91210-91229; 91590-91599; 91340-91349; 91880-91889; 91200-91209 ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად. შპს “გლობალ სელი“ ასევე ფლობს სარგებლობის ნებართვას ნუმერაციის რესურსზე: 800 420 200 – 800 420 209 ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის. შპს “გლობალ სელი“ ასევე ფლობს სარგებლობის ნებართვას ნუმერაციის რესურსზე: 203 3XXX, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის; შპს “გლობალ სელი“ ასევე ფლობს სარგებლობის ნებართვას ნუმერაციის რესურსზე: 995 559 00X XXX, სულ 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “გლობალ სელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ზვიადაძე, ხოლო წილის მმართველია ფიზიკური პირი გვანცა ხელაძე. შპს “გლობალ სელის“ დირექტორია გიორგი მადუაშვილი. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თამაზ სომხიშვილი, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე. შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ დირექტორია შოთა ქელდიშვილი. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“, შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი თამაზ სომხიშვილი, ასევე შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ დირექტორი შოთა ქელდიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შპს “გლობალ სელის“ შემოსავლებმა სულ შეადგინეს 1.007.554 ლარი. შპს “გლობალ სელის“ მომსახურების ძირითადი სახეებია: VoIP საცალო მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო მომსახურება; საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით მომსახურება; საერთაშორისო სიმ ბარათების რეალიზაცია და სიმ-ბარათზე ბალანსის შევსების მომსახურება; ურთიერთჩართვის მომსახურება როგორც არარეზიდენტ, ასევე რეზიდენტ ოპერატორებთან და ა.შ. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალ სელი“ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მომსახურებას უწევდა ფიქსირებული ქსელის 247 აბონენტს (VoIP ტექნოლოგია) და მობილური ქსელის 409 აბონენტს (GSM ტექნოლოგია). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გლობალ სელის“ წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გლობალ სელის“ წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “გლობალ სელს“, შპს “გლობალ სელის“ წილის 10%-ის შპს „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის“ მიერ შეძენაზე. 2. განემარტოს შპს “გლობალ სელს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “გლობალ სელი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გლობალ სელისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გლობალ სელისათვის“ ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “გლობალ სელისათვის“, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). |
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
