წვდომის მენიუ

შპს „POWERNET“-ის (ს/კ 435428672) წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შეძენაზე, ასევე შპს “აირკონექტის“ (400065683) და შპს „POWERNET“-ის (ს/კ 435428672) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 234 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:31

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს „POWERNET“-ის (ს/კ 435428672) წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“  (ს/კ 400065683) მიერ შეძენაზე, ასევე შპს “აირკონექტის“  (400065683) და შპს „POWERNET“-ის (ს/კ 435428672) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 29 მარტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „POWERNET“-მა და შპს “აირკონექტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1664-18. 29.03.2018), შპს „POWERNET“-ის წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს “აირკონექტისა“ და შპს „POWERNET“-ის შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “აირკონექტს“  ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს „POWERNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია დიმიტრი გოგოხია.

შპს „POWERNET“-ის წილის 59,9%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ჯაბა ინჯია, წილის  20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მაია ძიგურაშვილი, წილის 20,1%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით მეგრელიშვილი. კომპანიის დირექტორია იუზა ცერცვაძე.

ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს “აირკონექტის,“ ასევე შპს “აირკონექტის“ წილის 100%-ის მფლობელისა და დირექტორის დიმიტრი გოგოხიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „POWERNET“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შპს „POWERNET“ ემსახურებოდა 794 აბონენტს, კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში - 30 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%), თიანეთის მუნიციპალიტეტში - 132 აბონენტი (ხვედრითი წილი 10%), კასპის მუნიციპალიტეტში - 272 აბონენტი (ხვედრითი წილი 5,5%), მცხეთის მუნიციპალიტეტში - 360 აბონენტი (ხვედრითი წილი 6%).

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “აირკონექტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს “აირკონექტი“ ემსახურებოდა 1452 აბონენტს, კერძოდ, ბათუმში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,03%), თბილისში - 132 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,02%), კასპის მუნიციპალიტეტი - 380 აბონენტი (ხვედრითი წილი 7%), საჩხერის მუნიციპალიტეტში 468 აბონენტი (ხვედრითი წილი 17%), ფოთში - 20 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%), ქედის მუნიციპალიტეტში - 40 აბონენტი (ხვედრითი წილი 15%), ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 203 აბონენტი (ხვედრითი წილი 11%), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 145 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%), ხობის მუნიციპალიტეტში 52 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%).

ვინაიდან შპს „POWERNET“ და შპს “აირკონექტი“ საქმიანობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, და თანაკვეთა აქვთ მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „POWERNET“-ის აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შეადგენს 5,5%-ს, ხოლო შპს “აირკონექტის“ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი - 7%-ს,   შპს „POWERNET“-ის  წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“  მიერ შესაძლო შეძენის, ან ამ კომპანიების შესაძლო შერწყმის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „POWERNET“-ის წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს “აირკონექტის“ და შპს „POWERNET“-ის შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „POWERNET“-ის წილის 100%-ის შპს “აირკონექტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს “აირკონექტის“ და შპს „POWERNET“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „POWERNET“ -ს და შპს “აირკონექტს“, შპს “აირკონექტის“ მიერ შპს „POWERNET“-ის წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს “აირკონექტის“ და შპს „SKYGROUP“-ის შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს “აირკონექტს“ და შპს „POWERNET“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს “აირკონექტის“ და შპს „POWERNET“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს “აირკონექტი“ და შპს „POWERNET“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს “აირკონექტის“ და შპს „POWERNET“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს “აირკონექტმა“ და შპს „POWERNET“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „POWERNET“ -სთვის და შპს „აირკონექტი“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “აირკონექტისა“ და შპს „POWERNET“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “აირკონექტისა“ და შპს „POWERNET“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები