წვდომის მენიუ

შპს “დუბლლაინის“ (ს/კ 438727031) წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 236 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:24

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს “დუბლლაინის“ (ს/კ 438727031) წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 2 აპრილს წერილით მიმართა შპს “დუბლლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1718-18 02.04.2018), შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დუბლლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

 

WiFi

 

 

 

 

 

 

 

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ინტელკომ ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “დუბლლაინის“ წილის მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ვახტანგ ჩიგოგიძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირო სერგო რუხაძე (წილის 50%-ის მფლობელი). შპს “დუბლლაინის“ დირექტორია ვახტანგ ჩიგოგიძე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ინტელკომ ჯგუფის“ წილის მფლობელები არიან: ირაკლი ნოზაძე (წილის 16%-ის მფლობელი); სამსონ ხადური (წილის 6%-ის მფლობელი); სერგო ამირგულაშვილი (წილის 30%-ის მფლობელი); შორენა ებანოიძე (წილის 1%-ის მფლობელი); ზაზა ძაძამია (წილის 36%-ის მფლობელი); თემურ მექვაბიშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), ზაზა ზვიადაძე ( წილის 1%-ის მფლობელი).  კომპანიის დირექტორია ირაკლი ნოზაძე.

შპს “დუბლლაინის“ წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №6/1718-18 02.04.2018) შპს “ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შეძენის შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად:

სერგო რუხაძე - 50%;

შპს “ინტელკომ ჯგუფი“ – 50%. 

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს “დუბლლაინი“ ფლობს  შპს „ტივიჯი“-ს წილის 15 %-ს. ამავე დროს შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის მფლობელი სერგო რუხაძე ფლობს შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქის“ წილის 33%-ს.   

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შეძენის მსურველი შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ფლობს შპს „ტივიჯი“-ს წილის 15 %-ს და შპს „აირმაქსის“ წილის 20%-ს. შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები: ზაზა ზვიადაძე ფლობს შპს „ტივიჯი“-ს წილის 20%-ს, ხოლო ირაკლი ნოზაძე - შპს „გლობალ ნეთვორქის“ წილის 25%-ს.   ამასთან ერთად,  შპს „აირმაქსის“ დირექტორი ბესიკი წაქაძე ამავე დროს წარმოადგენს შპს „სვირინეტის“ დირექტორს და წილის 34%-ის მფლობელს, ხოლო შპს „აირმაქსის“ დირექტორი დავით ჯოჯუა წარმოადგენს შპს „იმპულსის“ 33%-ის მფლობელს. შესაბამისად, შპს “დუბლლაინი“, შპს „აირმაქსი“, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“, შპს „სვირინეტი“, შპს „იმპულსი“, შპს „ტივიჯი“ და შპს „გლობალ ნეთვორქი“ წარმოადგენენ აფილირებულ ავტორიზებულ პირებს.

შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები: სამსონ ხადური; სერგო ამირგულაშვილი; შორენა ებანოიძე; ზაზა ძაძამია; თემურ მექვაბიშვილი აფილირებულნი სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “დუბლლაინი“, შპს „აირმაქსი“, შპს „სვირინეტი“ და შპს „იმპულსი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს “დუბლლაინის“ აბონენტების რაოდენობა შეადგენდა 621 აბონენტს, შპს „აირმაქსის“ – 2179 აბონენტს, შპს „სვირინეტის“ – 351 აბონენტს, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქის“ – 5502 აბონენტს, ხოლო შპს „იმპულსის“ – 193 აბონენტს, რომელთა ხვედრითი წილები შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

ტერიტორიული ერთეული

(მუნიციპალიტ.)

შპს „დუბლლაინი“

შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“

შპს „აირმაქსი“

შპს „სვირინეტი“

შპს „იმპულსი“

სულ ხვედრითი წილი

აბაშა

17,3%

32,7%

 

 

 

50%

ამბროლაური

 

6,1%

 

 

 

6,1%

ახმეტა

 

0,2%

 

 

 

0,2%

ბაღდათი

 

7,2%

31%

3,1%

-

41,3%

ბოლნისი

 

0,1

 

 

 

0,1%

გურჯაანი

 

0,2%

 

 

 

0,2%

დმანისი

 

5,9%

 

 

 

5,9%

ვანი

 

18,7%

0,3%

 

-

19%

ზესტაფონი

 

0,1%

13%

3,4%

-

16,5%

ზუგდიდი

 

0,1%

 

 

 

0,1%

თერჯოლა

 

0,5%

11%

1,2%

-

12,7%

ლანჩხუთი

0,1%

9,7%

 

 

 

9,8%

მარტვილი

 

35,3%

 

 

 

35,3%

მესტია

 

1,8%

 

 

 

1,8%

მცხეთა

 

 

-

-

3,4%

3,4%

ოზურგეთი

 

0,5%

 

 

 

0,5%

სენაკი

 

0,9%

 

 

 

0,9%

საჩხერე

 

 

0,5%

-

-

0,5%

სამტრედია

5,1%

26,7%

 

 

 

31,8%

ჩოხატაური

 

1,8%

 

 

 

1,8%

წყალტუბო

 

9,2%

1,2%

-

-

10,4%

ჭიათურა

 

 

3%

-

-

3%

ხარაგაული

 

 

16%

-

-

16%

ხობი

 

0,3%

 

 

 

0,3%

ხონი

 

20,6%

0,1%

-

-

20,7%

 

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ახორციელებს თანამგზავრულ ინტერნეტ მომსახურებას.  2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „ინტელკომ ჯგუფის“ აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 21 აბონენტი. შპს „გლობალ ნეთვორქი“ ახორციელებს საბითუმო ლოკალურ და გლობალურ ინტერნეტ მომსახურებას და 2017 წელს აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 76 157 ლარი. შპს “ტივიჯი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას ამ ეტაპზე არ ახორციელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “დუბლლაინს“, შპს “დუბლლაინის“ წილის 50%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე.

2. განემარტოს შპს “დუბლლაინს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “დუბლლაინი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დუბლლაინისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დუბლლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “დუბლლაინისათვის“, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

  

       
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები