წვდომის მენიუ

შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის (ს/კ 438724490) წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ (ს/კ 438727031) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 237 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:21

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის (ს/კ 438724490) წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ (ს/კ 438727031) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 2 აპრილს წერილით მიმართა შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1717-18 02.04.2018), შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის  წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დუბლლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

 

WiFi

 

 

 

 

 

 

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის წილის მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ვახტანგ ჩიგოგიძე (წილის 34%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი სერგო რუხაძე (წილის 33%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი გია თევზაძე (წილის 33%-ის მფლობელი).  შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის დირექტორია ვახტანგ ჩიგოგიძე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „დუბლლაინის“ წილის მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ვახტანგ ჩიგოგიძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირო სერგო რუხაძე (წილის 50%-ის მფლობელი). შპს “დუბლლაინის“ დირექტორია ვახტანგ ჩიგოგიძე.

შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის წერილის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №6/1717-18 02.04.2018) შპს „დუბლლაინის“ მიერ შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის წილის 33%-ის შეძენის შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად:

სერგო რუხაძე - 33%;

ვახტანგ ჩიგოგიძე - 34%;

შპს “დუბლლაინი“ – 33%.

          კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის წილის 33%-ის შეძენის მსურველი შპს „დუბლლაინი“ ფლობს შპს „ტივიჯი“-ს წილის 15 %-ს. შესაბამისად, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-სა და  შპს „დუბლლაინთან აფილირებულ ავტორიზებულ პირს წარმოადგენს შპს „ტივიჯი“.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“ და  შპს “დუბლლაინი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქის“ აბონენტების რაოდენობა შეადგენდა – 5502 აბონენტს, ხოლო შპს „დუბლლაინის“ აბონენტების რაოდენობა - 621 აბონენტს,  რომელთა ხვედრითი წილები შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:

ტერიტორიული ერთეული

(მუნიციპალიტები)

შპს „დუბლლაინი“

შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“

სულ ხვედრითი წილი

აბაშა

17,3%

32,7%

50%

ამბროლაური

 

6,1%

6,1%

ახმეტა

 

0,2%

0,2%

ბაღდათი

 

7,2%

7,2%

ბოლნისი

 

0,1

0,1%

გურჯაანი

 

0,2%

0,2%

დმანისი

 

5,9%

5,9%

ვანი

 

18,7%

18,7%

ზესტაფონი

 

0,1%

0,1%

ზუგდიდი

 

0,1%

0,1%

თერჯოლა

 

0,5%

0,5%

ლანჩხუთი

0,1%

9,7%

9,8%

მარტვილი

 

35,3%

35,3%

მესტია

 

1,8%

1,8%

ოზურგეთი

 

0,5%

0,5%

სენაკი

 

0,9%

0,9%

სამტრედია

5,1%

26,7%

31,8%

ჩოხატაური

 

1,8%

1,8%

წყალტუბო

 

9,2%

9,2%

ხობი

 

0,3%

0,3%

ხონი

 

20,6%

20,6%

 

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ტივიჯი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას ამ ეტაპზე არ ახორციელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის  წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის  წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ მიერ შეძენაზე შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ს, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ის  წილის 33%-ის შპს „დუბლლაინის“ მიერ შეძენაზე.

2. განემარტოს შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ისათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ვი ჯი ეს ნეთვორქ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

  

 

 

       

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები