შპს „ნეტსითის“ (ს/კ 440887211) კუთვნილი საოპერაციო აქტივისშპს “მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:20
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს „ნეტსითის“ (ს/კ 440887211) კუთვნილი საოპერაციო აქტივისშპს “მიკრონეტის“ (ს/კ 204557960) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა შპს „ნეტსითიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1631-18 28.03.2018), შპს „ნეტსითის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები) შპს “მიკრონეტის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნეტსითი“ და შპს “მიკრონეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „ნეტსითის“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
შპს “მიკრონეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ნეტსითის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით სიხარულიძე, ხოლო წილის 50%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი მამუკა თავშავაძე. შპს „ნეტსითის“ დირექტორია ჯიმშერ მარგალიტაძე.
შპს “მიკრონეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია დავით სიხარულიძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ნეტსითი“, შპს „ნეტსითის“ პარტნიორები დავით სიხარულიძე და მამუკა თავშავაძე, შპს „ნეტსითის“ დირექტორი ჯიმშერ მარგალიტაძე, შპს “მიკრონეტი“, შპს “მიკრონეტის“ პარტნიორი და დირექტორი დავით სიხარულიძე სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ნეტსითი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „ნეტსითი“ ემსახურებოდა 295 აბონენტს, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0.01%); ქარელის მუნიციპალიტეტში - 282 აბონენტი (ხვედრითი წილი - 12,4%), ხაშურის მუნიციპალიტეტში - 12 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,25%).
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად შპს “მიკრონეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული საცალო ინტერნენ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს “მიკრონეტი“ ემსახურებოდა 2223 აბონენტს, კერძოდ,
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,4%);
ახმეტის მუნიციპალიტეტში - 139 აბონენტი (ხვედრითი წილი 5%);
ქალაქ ბათუმში - 82 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%);
ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 64 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,4%);
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 303 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,4%);
გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%);
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტ. - 56 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,9%);
ვანის მუნიციპალიტეტში - 24 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,8%);
ქალაქ თბილისში - 18 აბონენტი;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 112 აბონენტი (ხვედრითი წილი 5,3%);
თელავის მუნიციპალიტეტში - 372 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,5%);
მესტიის მუნიციპალიტეტში - 8 აბონენტი (ხვედრითი წილი 14,3%);
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 131 აბონენტი (ხვედრითი წილი 2,7%);
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 31 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%);
სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 23 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%);
ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 122 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,9%);
ქალაქი ქუთაისი - 56 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%);
ყვარელის მუნიციპალიტეტში - 49 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,4%);
ცაგერის მუნიციპალიტეტში - 123 აბონენტი (ხვედრითი წილი 81,5%);
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 94 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,8%);
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 411 აბონენტი (ხვედრითი წილი 12,3%).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნეტსითის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მიკრონეტის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ნეტსითის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მიკრონეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ნეტსითის“, შპს „ნეტსითის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მიკრონეტის“ მიერ შეძენაზე;
2. შპს „ნეტსითის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მიკრონეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ნეტსითიმ“ და შპს “მიკრონეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნეტსითისა“ და შპს “მიკრონეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნეტსითისა“ და შპს “მიკრონეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „ნეტსითისა“ და შპს “მიკრონეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
