შპს „სვირინეტის“ (ს/კ430031583) წილის 13%-ის შპს “აირმაქსის“ (ს/კ 400034645) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:23
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს „სვირინეტის“ (ს/კ430031583) წილის 13%-ის შპს “აირმაქსის“ (ს/კ 400034645) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „სვირინეტმა“ და შპს “აირმაქსმა“, (კომისიაში რეგისტრაციის №6/1800-18 10.04.2018; №6/1845-18 12.04.2018), შპს „სვირინეტის“ (430031583) წილის 13%-ის შპს “აირმაქსის“ (ს/კ 400034645) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სვირინეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აირმაქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1 |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
WiFi; |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება. |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სვირინეტის“ წილის მფლობელები არიან: ბესიკ წაქაძე (წილის 34%-ის მფლობელი), გერონტი გაჩეჩილაძე (წილის 33%-ის მფლობელი), ჯემალი კირთაძე (წილის 33%-ის მფლობელი). მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “აირმაქსის“ წილის მფლობელები არიან: ბესიკი წაქაძე (წილის 34%-ის მფლობელი), დავით ჯოჯუა (წილის 33%-ის მფლობელი), ზაზა ბოგვერაძე (წილის 33%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორები არიან ბესიკი წაქაძე და დავით ჯოჯუა. შპს „სვირინეტისა“ და შპს “აირმაქსის“ განცხადებების თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის №6/1800-18. 10.04 2018; №6/1845-18 12.04.2018) შპს “აირმაქსის“ მიერ შპს „სვირინეტში“ წილის 33%-ის მფლობელის გერონტი გაჩეჩილაძისაგან შპს „სვირინეტის“ წილის 13 %-ის შეძენის შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად: ბესიკ წაქაძე - 34%; გერონტი გაჩეჩილაძე - 20%; ჯემალი კირთაძე -33%; შპს “აირმაქსი“ – 13%. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „სვირინეტსა“ და შპს “აირმაქსთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები არიან შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „იმპულსი“, შპს „ტივიჯი“ და შპს „გლობალ ნეთვორქი“. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „აირმაქსი“, შპს „სვირინეტი“ და შპს „იმპულსი“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით, შპს „აირმაქსის“ აბონენტების რაოდენობა შეადგენდა – 2179 აბონენტს, შპს „სვირინეტის“ – 351 აბონენტს, შპს „იმპულსის“ – 193 აბონენტს, რომელთა ხვედრითი წილები შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ახორციელებს თანამგზავრულ ინტერნეტ მომსახურებას. 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით შპს „ინტელკომ ჯგუფის“ აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 21 აბონენტი. შპს „გლობალ ნეთვორქი“ ახორციელებს საბითუმო ლოკალურ და გლობალურ ინტერნეტ მომსახურებას და 2017 წელს აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 76 157 ლარი. შპს “ტივიჯი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას ამ ეტაპზე არ ახორციელებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “აირმაქსის“ მიერ შპს „სვირინეტის“ წილის 13%-ის შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “აირმაქსის“ მიერ შპს „სვირინეტის“ წილის 13%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს „სვირინეტს“, შპს „სვირინეტის“ წილის 13%-ის შპს “აირმაქსის“ მიერ შეძენაზე. 2. განემარტოს შპს „სვირინეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სვირინეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სვირინეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სვირინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სვირინეტისათვის“, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
