შპს „GUDA TV”-სთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2018 11:41
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
შპს „GUDA TV”-სთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის გზით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
ავტორიზების გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან კომისია მიიჩნევდა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე, გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს. აქედან გამომდინარე, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისია ახორციელებდა როგორც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების, ასევე, სხვა სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიების ავტორიზაციას.
კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოში და სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნისა და უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მოქცევის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, შენარჩუნებასა და განვითარებას, ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. შესაბამისად 2018 წლის 26 აპრილის კომისიის №227/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში, სადაც მკაფიოდ მიეთითა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისია აღნიშნავს რომ კომპანიებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ავტორიზაციის გავლის დროს არ წარმოუდგენიათ ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომისიაში უნდა წარმოადგინონ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი.
კომისია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ავტორიზაციის გავლის დროს არ წარმოუდგენია ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოადგენს შპს „GUDA TV” (ს/კ 14018172, აშშ).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 აპრილს, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „GUDA TV”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების საკითხის განხილვის თაობაზე, ხოლო კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 26 აპრილს, რის შესახებაც შპს „GUDA TV”-ის ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№16/1359-18, 23.04.18).
2018 წლის 24 აპრილს შპს „GUDA TV”-იმ კომისიას მიმართა განცხადებით ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „GUDA TV”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 76-ე, 96-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს „GUDA TV”-სთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის კომისიაში წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) შპს „GUDA TV”-ს ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა და შპს „GUDA TV”-სთვის წერილის გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „GUDA TV”-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „GUDA TV”-სთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი).
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||
|
|
|
|
