წვდომის მენიუ

„თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 244 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 15:11

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის  უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების   მინიჭების   თაობაზე    საქართველოს    კომუნიკაციების   ეროვნული კომისიის  2014 წლის  25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ                    

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 28 მარტს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ კომისიას   მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1622-18, 28.03.18) თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341)  საფუძველზე,  კომისიამ 2014 წლის 25 დეკემბერს მიიღო №716/13 გადაწყვეტილება „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723),  შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465)  შპს „ტელეკომპანია თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) და შპს „ტელეკომპანია პიკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202395247) მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად  2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი, რომლითაც, არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მაუწყებლების თხოვნის გათვალისწინებით, მაუწყებლებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის უზრუნველსაყოფად, თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის სრულად ფორმირების ვადად განესაზღვრათ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  სამოქმედო გეგმისა და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებისგან განსხვავებული ვადა, არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, ხოლო საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება მათ მიერ ფორმირებული მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით უნდა მოეხდინათ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა. იმავდროულად, განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისთვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისთვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისთვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება. ადგილობრივ მაუწყებელთათვის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით დაწესებული ვალდებულებები აისახა კომისიის 2016 წლის 19 ივნისის №383/19 გადაწყვეტილებაშიც.

კომისიის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს №557/19 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპის, ნაწილი 1-ის, მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ტელერადიოკომპანია პიკ“-ი ამოღებულ იქნა ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადგილობრივი მაუწყებლების ნუსხიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებით, თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვთ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723),  შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა)ქვეპუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ 2018 წლის 27 თებერვლიდან შეჩერებული აქვს ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია, ასევე განაცხადი აქვს შემოტანილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გაუქმებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადგილობრივი მაუწყებლების ნუსხიდან შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ ამოღება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ,,თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;“

2. დაევალოს   კომისიის    ადმინისტრაციას    (ნ. ჯავახიძე)    წინამდებარე    გადაწყვეტილების   ასლის  შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიასთვის“, შპს „ტელეკომპანია კავკასიასთვის“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივსთვის“ და შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი), აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე), სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები