წვდომის მენიუ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 247 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 16:45

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“)საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენლობამ   კომისიას   მიმართა   განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის №შ-7/1757-18, 04.04.18) ქ. თბილისში მეტრულ (ორი) და დეციმეტრულ (ერთი) ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობას წარმოდგენილი აქვს 1993 წელს დადებული „ხელშეკრულება ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  „კომისიის წარმომადგენლობას, მის მეთაურსა და წევრებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებსა და მომსახურე პერსონალს, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უნდა ჰქონდეთ ისეთივე უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, აგრეთვე, აკისრიათ ის ვალდებულებანი, რომლებიც გამომდინარეობს ვენის 1961 წლის კონვენციიდან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და უტოლდებიან საქართველოს რესპუბლიკაში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიის სტატუსს, ამ მისიის მეთაურისა და წევრების, მათი ოჯახების წევრებისა და მომსახურე პერსონალის სტატუსს“.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განთავისუფლებული უნდა იქნას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის,  მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F1771 შემდეგი პირობებით: სიხშირეები  153.150 მჰც, 158.150 მჰც და 413.850 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 26 აპრილამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და   ნებართვების   დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები