ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2018 15:09
მიღების თარიღი აპრილი 26, 2018
ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7998-17, 16.10.17) მიმართა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული რომ შპს „მაგთიკომი“ ქველმოქმედების სახით, ანაზღაურების გარეშე აძლევს უფლებას ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ თავისი გადამცემი განათავსოს შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ ანძაზე ქ. მესტიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5 და 2017 წლის 28 სექტემბრის №654/2 გადაწყვეტილებებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობ
გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N 42°57'25.40"E
|
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N 45° 9'33.99"E
|
25 |
4 |
|
გორი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N 44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N 41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N 42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 1'21.84"N 42°45'21.40"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N 42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N 43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N 41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N 42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმინდა |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N 44°39'10.13"E |
20 |
4 |
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N 45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N 44°14'18.50"E |
20 |
4 |
|
ხულო |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N 42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N 41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლისწყარო |
95.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N 46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის ( №შ-10/8454-17, 01/11/2017) თანახმად, კომპანიის მიერ გადამცემის შპს „მაგთიკომის“ ანძაზე განთავსების შემთხვევაში, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონის მოხაზულობა, მიუხედავად იმისა, რომ გადამცემის განთავსების ადგილებს შორის მანძილი შეადგენს 1050 მეტრს, პრაქტიკულად არ იცვლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 31 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
