საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 10:53
მიღების თარიღი მაისი 03, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2018 წლის 29 მარტს მიიღო №205/23 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 3 მაისი 15:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით ავტორიზებული პირებისაგან გამოთხოვილი იქნა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” და კომისიის მიერ შედგენილი ცხრილების მიხედვით უახლოესი მონაცემების საფუძველზე მომზადებული ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების მომსახურებების ტარიფების გაანგარიშების მოდელი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ტარიფის გაანგარიშება კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა: შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ (N შ-6/9405-17, 15.12.2017წ.); სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ (რუსთავი,მარნეული, ბოლნისი, N შ-6/854-18, 19.02.2018წ.); შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“(N შ-6/879-18, 19.02.2018წ.); შპს „ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი“(N შ-6/830-18,16.02.2018წ.); შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ (N შ-6/9421-17,15.12.2017წ.); შპს„იმპერია“(N შ-6/9407-17,15.12.2017წ.); შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“(Nშ-6/7147-17,21.09.2017წ.); შპს „ტელეკომპანია დია“ (N შ-6/71-18,08.01.2018წ.) შპს „ტელეკომპანია გურჯაანი“ (N შ-6/9440-17, 18.12.2017წ.); შპს „ტელე-რადიო კომპანია ზარი“ (Nშ-6/9467-17,19.12.2017წ.); შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვი“ (N შ-6/771-18, 13.02.2018წ.); შპს „ტელეკომპანია ეგრისი“ (N შ-6/763-18, 12.02.2018წ.) შპს „ტელეკომპანია თანამგზავრი“ (N შ-6/9649-17, 27.12.2017); შპს „ტვ 25“ (N შ-6/75-18, 01,01,2018წ.) ; შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კოპანია ოდიში“ (N შ-6/9446-17, 18.12.2017წ.); შპს „ეკომი“ (N შ-6/864-18, 19.02.2018); ააიპ „ მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ (ჩხოროწყუ, წალენჯიხა, N შ-6/9685-17, 28.12.2017წ.); შპს „ტელე-რადიო კომპანია თვალი“ (N შ-6/863-18, 19.02.2018წ.); შპს „ომეგა“ (N შ-6/886-18,19.02.2018).
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილად. ამასთან კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირების მიერ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენას და შემდეგ ამ ინფორმაციის შესწავლას გარკვეული დრო დასჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია კომისიის 2018 წლის 28 მარტის №205/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდოს და დაინიშნოს 2018 წლის 7 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის არგუმენტაციას, ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე და ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე და მიზანშეწონილად მიიჩნევს ზეპირი მოსმენის სხდომის 2018 წლის 7 ივნისისთვის გადადებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე, მე-100 მუხლების VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 7 ივნისს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18) ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში“ ;
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
“21 საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე( ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
