წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ქმედების დავალდებულების თაობაზე

ნომერი: 262 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2018 9:34

მიღების თარიღი მაისი 03, 2018

შპსსუპერ ტვ“-სთვის ქმედების დავალდებულების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/439-18, 26.01.2018) თანახმად, 2018 წლის 17 იანვარს განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №10. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84. შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ა.კ.-სთან. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“,  „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“,  „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” (რუსული),“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Русский Экстрим”, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  “Amedia 1”, “Amedia2”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Домашний”, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da  vinchi”, „Детский“,  „Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge  TV“, “Mezzo”, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Россия К”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”,“Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს 2018 წლის 17 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „Русский Экстрим”, „Футбол 1“, НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”,“Кинокомедия”, „Индийское Кино“, „Кухня“, “Авто+”, „მარაო“, “კომედი არხი”, “Ля Минор”,“Жара”. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N93/18 გადაწყვეტილების შესაამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო; ასევე დაევალა  საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „Русский Экстрим” და „Футбол 1“-ის  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებიდან დამატებითი მოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად გამოიყო ქართული სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”-ის, „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროს“, „მარაოს“ და “კომედი არხის“ საკუთარ ქსელში გადაცემის გამო, შპს „სუპერ ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ ქართული სამაუწყებლო არხების გადაცემით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე. აღნიშნული სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა შეტყობინებით და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისიის 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა 2018 წლის 30 აპრილს კანონით დადგენილი წესით და  არ უშუამდგომლია სხდომის გადადების თაობაზე. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, შპს „სუპერ ტვ“-სთვის ქმედების დავალდებულების  საკითხი განხილული იქნა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.   კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/439-18, 26.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 17 იანვრის შემოწმების აქტი N10;
  3.  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ს შესახებ;
  5. კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის  N93/18 გადაწყვეტილება „შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.01.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებით და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „სუპერ ტვ“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2018 წლის 17 იანვარს, 21:58 საათზე, შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ა. კ.-სთან, მისამართზე: ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №10.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ა.კ;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“,  „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“,  „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” (რუსული),“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Русский Экстрим”, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  “Amedia 1”, “Amedia2”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Домашний”, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da  vinchi”, „Детский“,  „Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge  TV“, “Mezzo”, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Россия К”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”,“Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“;
  5. 2018 წლის 17 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 17 იანვრის №10 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  6. შპს „სუპერ ტვ“-ს 2018  წლის 17 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  შემდეგი ქართული სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”-ის,  „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროს“, „მარაოს“, “კომედი არხის” მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;  
  7. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 29.02.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  8. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სუპერ ტვ“-ს 2013 წლის 18 იანვარს  ჩაბარდა. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  9. კომისიის 2018 წლის 17 იანვრის შემოწმების საფუძველზე, შპს „სუპერ ტვ“-ს კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის  N93/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა (30 000 ლარის ოდენობით)  საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო.
  10. IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია  სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   „საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. „ბერნის კონვენციისა“ და „ისმო-ს ხელშეკრულების“  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  “რუსთავი 2”-ის, „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროს“, „მარაოს“ და “კომედი არხის“  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2018 წლის 17 იანვრის შემოწმების ფარგლებში, შპს „სუპერ ტვ“-ს უკვე დაეკისრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა დაევალოს სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”-ის, „იმედის“, „GDS“-ის, „მაესტროს“, „მარაოს“ და “კომედი არხის“ არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა და დარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვროს გონივრული ვადა.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

  1. მიეცეს შპს „სუპერ ტვ“-ს ორკვირიანი ვადა  სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „GDS“-ის, „კომედი არხის“, „მარაოს“, „მაესტროს“,  საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის  ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6)  შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები