წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +“-ის (ს/კ 204986408) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 274 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2018 16:34

მიღების თარიღი მაისი 10, 2018

შპს „სტერეო +“-ის  (ს/კ 204986408) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 19 აპრილს №33/04-18 წერილით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1971-18 20.04.2018), ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის კუთვნილი შპს „სტერეო+“-ის წილის 10%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiMax

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:

მაუწყებლობის სახე:

  ტელემაუწყებლობა

მაუწყებლობის სახეობა:

  კერძო მაუწყებლობა

მაუწყებლობის ქვესახეობა:

  საერთო ტელემაუწყებლობა

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“  ფლობს:

1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F77 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც);

2) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F84 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც);  

3) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც);  

4) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “სტერეო+“-ის პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი - წილის 50%-ის მფლობელი,  არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლაშა ზილფიმიანი (იტალიის მოქალაქე) - წილის 15%-ის მფლობელი, არარეზიდენტი ფიზიკური პირი რობერტ ხახალევი (რუსეთის მოქალაქე) - წილის 25%-ის მფლობელი, არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლუკა სევერინი (იტალიის მოქალაქე) - წილის 10%-ის მფლობელი. შპს “სტერეო+“-ის დირექტორია მალხაზ კვარაცხელია.

ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის განზრახული აქვს შპს “სტერეო+“-ის წილის 10% გადასცეს ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის (იტალიის მოქალაქე, პასპორტი №YB2415470).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “სტერეო+“-ის წილის 10%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ფრანჩესკა კუპოლეტი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ წარმოადგენს ციფრული მულტიპლექს ოპერატორს. შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტორი ავტორიზებული პირებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შესაბამისი მომსახურებიდან  შპს “სტერეო+“-ის შემოსავალმა შეადგინა  5,287,433 ლარი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საკითხის შესწავლისას დგინდება, რომ ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ შპს „სტერეო +“-ის წილის 10%-ის შეძენა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე არსებით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელის თანახმადაც საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ შპს „სტერეო +“-ის წილის 10%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო +“-ს, შპს “სტერეო +“-ის წილის 10%-ის  ფიზიკურ პირ ფრანჩესკა კუპოლეტის მიერ  შეძენაზე;

2. განემარტოს შპს “სტერეო +“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “სტერეო +“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +“-ისათვის  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), შპს “სტერეო +“-ისათვის  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები