შპს “იუ ლუქის“ ( ს/კ 404400698) წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2018 16:33
მიღების თარიღი მაისი 10, 2018
შპს “იუ ლუქის“ ( ს/კ 404400698) წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 26 აპრილს №01/01 წერილით მიმართა შპს “იუ ლუქმა“, (კომისიაში რეგისტრაციის №6/2196-18 02.05.2018), შპს “იუ ლუქის“ წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იუ ლუქი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “იუ ლუქის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“ (ძველი სახელწოდებით შპს „სტილ ჰოლდინგი“). შპს “იუ ლუქის“ დირექტორია ნუგზარ ქურდაძე. შპს „ევორდ ჰოლდინგის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი ირაკლი ჭკადუა (წილის 33%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ლევანი ჭკადუა (წილის 33%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თორნიკე ჭკადუა (წილის 33%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი სოფიკო ჭკადუა (წილის 1%-ის მფლობელი).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “იუ ლუქის“ წილის 40%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ნუგზარ ქურდაძის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “იუ ლუქის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვებ-ჰოსტინგით მომსახურება. აღნიშნული მომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 83,481 ლარი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შპს “იუ ლუქის“ წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე არსებით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელის თანახმადაც საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “იუ ლუქის“ წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “იუ ლუქს“, შპს “იუ ლუქის“ წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ნუგზარ ქურდაძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს “იუ ლუქს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “იუ ლუქი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იუ ლუქისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იუ ლუქისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “იუ ლუქისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
|
|
|
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
