წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 276 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2018 16:38

მიღების თარიღი მაისი 10, 2018

შპსვიონი საქართველოსთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

I.     აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომ ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციიდან (Nშ-10/1736-18; 03.04.2018) ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციი N6/2676-17) წერილის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მომხმარებლებისთვის ე.წ. „FREEVOLUTION“-ის პაკეტების შეთავაზებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, კომისიამ 2017 წლის 28 მარტის N008/891-17 წერილით მიმართა შპს „ვიონი საქართველოს“ (ყოფილი შპს „მობიტელი“), რომ წარმოედგინა ინფორმაცია შემოსავლების და დანახარჯების შესახებ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის ყველა პაკეტისთვის ცალ-ცალკე.

შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიის მიერ მოთხოვნილი დაზუსტებული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 29 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17). კომისიაში წარმოდგენილი ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ წერილობით თხოვა შპს „ვიონი საქართველოს“ შესაბამისობაში მოეყვანა მის მიერ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების ფარგლებში მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები იმგვარად, რომ შემოსავლები ყოფილიყო სულ მცირე ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. 2017 წლის 3 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4943-17) შპს „ვიონი საქართველო“ არ დაეთანხმა კომისიას და აღნიშნა, რომ მომსახურების ფარგლებში მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური მონაცემები არ იყო აუდირებული, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით (კომისიის 2017 წლის 11 ივლისის N08/2411-17 წერილი) ეთხოვა 2017 წლის 11 აგვისტომდე კომისიაში წარმოედგინა 2017 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში (მათ შორის ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით). ამასთან, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა ყოფილიყო კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული და იმ აუდიტორის მიერ დამოწმებული, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

შპს „ვიონი საქართველომ“ 2018 წლის 29 მარტის წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1669-18) კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული  ანგარიში, სადაც ცალკეა გამოყოფილი  „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტების ფინანსური მონაცემები.   კომპანიის  მიერ წარმოდგენილი 2017  წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული საოპერაციო და არასაოპერაციო დანახარჯები 2017 წლის ექვსი თვის პერიოდისთვის შეადგენს 6 250 000  ლარს,  ხოლო ამავე პერიოდის შემოსავლები - 1 397  000 ლარს. შესაბამისად კომპანიის მიერ „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტების აბონენტებისათვის მიწოდებით მიღებული ზარალი 2017 წლის 6 თვის პერიოდისთვის შეადგენს 4 853 000 ლარს. შესაბამისად,   შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ადგილის აქვს კომპანიის მიერ    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9  გადაწყვეტილების დარღვევას, რომლის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი  ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე“.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2018 წლის 24 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 3 მაისი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1374-18, 24.04.2018) და ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

2018 წლის 2 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2201-18, 02.05.2018) საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნით და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით გამოთხოვილ იქნა 2017 წლის 5 ოქოტმბრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, სადაც განიხილებოდა საკითხი „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის N240/9 და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 17 სექტემბრს N428/9 კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ, ასევე მოთხოვნილ იქნა კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმი, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საკითხზე.

კომისიის 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მისთვის გადაცემული მოთხოვნილი ინფორმაციის შესასწავლად საკმარისი იქნება 4-5 სამუშაო დღე და ამ ვადის გათვალისწინებით ითხოვა საკითხის განხილვის გადადება.

კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ვიონი საქართველოს“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 10 მაისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ვიონი საქართველოს“ კანონმდებლობის შესაბამისად, სხდომაზევე ეცნობა.

კომისიის 2018 წლის 4 მაისის N01/1554-18 წერილით შპს „ვიონი საქართველოს“ გაეგზავნა კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის და 19 ოქტომბრის სხდომის ოქმების ამონაწერის სათანადოდ დამოწმებული ასლები. ზემოაღნიშნული წერილი თანდართული მასალით შპს „ვიონი საქართველოს“ ჩაბარდა 2018 წლის 4 მაისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 10 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი.ესართია, რომელმაც განახცადა, რომ არ ეთანხმება კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ წესებსა და მეთოდებს, რომლის მიხედვითაც შპს „ვიონი საქართველომ“ მოამზადა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/1736-18; 03.04.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის გადაწყვეტილება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ (N240/9; 21.05.2010);
  3. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2201-18, 02.05.2018);
  4. კომისიის წერილი (N01/1554-18, 04.05.2018) გაგზავნილი შპს „ვიონი საქართველოსთვის“ თანდართული მასალით;
  5. მონაცემები შპს „ვიონი საქართველო“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  6. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის ი.ესართიას მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს  ,,ვიონი საქართველო“ (ძველი სახელწოდება შპს „მობიტელი“)  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);
  2. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგენილები არიან შპს ,,მაგთიკომი“, შპს ,,ჯეოსელი“ და „მობიტელი“ (კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს დაემატა შპს „მობიტელი”), რომელთაც სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
  3. შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციი N6/2676-17) წერილის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ მომხმარებლებისთვის ე.წ. „FREEVOLUTION“-ის პაკეტების შეთავაზებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, კომისიამ 2017 წლის 28 მარტის N008/891-17 წერილით მიმართა შპს „ვიონი საქართველოს“ (ყოფილი შპს „მობიტელი“), რომ წარმოედგინა ინფორმაცია შემოსავლების და დანახარჯების შესახებ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის ყველა პაკეტისთვის ცალ-ცალკე;
  4. შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 29 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17). კომისიაში წარმოდგენილი ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ წერილობით თხოვა შპს „ვიონი საქართველოს“ შესაბამისობაში მოეყვანა მის მიერ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების ფარგლებში მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები იმგვარად, რომ შემოსავლები ყოფილიყო სულ მცირე ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. 2017 წლის 3 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4943-17) შპს „ვიონი საქართველო“ არ დაეთანხმა კომისიას და აღნიშნა, რომ მომსახურების ფარგლებში მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს;
  5. შპს „ვიონი საქართველოს“ წერილობით (კომისიის 2017 წლის 11 ივლისის N08/2411-17 წერილი) ეთხოვა 2017 წლის 11 აგვისტომდე კომისიაში წარმოედგინა 2017 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში (მათ შორის ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით);
  6. შპს „ვიონი საქართველომ“ 2018 წლის 29 მარტის წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/-18) კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში, სადაც ცალკეა გამოყოფილი ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების ფინანსური მონაცემები;
  7. კომპანიის მიერ  წარმოადგენილი 2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილური საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე განაწილების შედეგად ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული საოპერაციო და არასაოპერაციო დანახარჯები 2017 წლის 6 თვის პერიოდისთვის შეადგენს 6 250 000 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის შემოსავლები - 1 397 000 ლარს. შესაბამისად კომპანიის მიერ „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტების აბონენტებისათვის მიწოდებით მიღებული ზარალი 2017 წლის 6 თვის პერიოდისთვის შეადგენს 4 853 000 ლარს. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ადგილი აქვს კომპანიის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების დარღვევას, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთან ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
  8. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ არ გამოყენებულა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები 

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. 3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
  6. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველო“ (ყოფილი შპს „მობიტელი“), როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, ვალდებულია არ დაუშვას  კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღვათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე;

ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურებულია, რომ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს. 2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული საოპერაციო და არასაოპერაციო დანახარჯები 2017 წლის ექვსი თვის პერიოდისთვის შეადგენს 6 250 000  ლარს,  ხოლო ამავე პერიოდის შემოსავლები - 1 397  000 ლარს. შესაბამისად კომპანიის მიერ „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტების აბონენტებისათვის მიწოდებით მიღებულმა ზარალმა 2017 წლის 6 თვის პერიოდისთვის შეადგინა 4 853 000 ლარი. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ მოახდინა მომხმარებელთა  ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე, რითაც დაარღვია დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. აქედან გამომდინარე, შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2010 წლის 21 მაისის  N240/9  გადაწყვეტილება, რისთვისაც შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს წერილობითი გაფრთხილება.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2010 წლის 21 მაისის  N240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

  1. შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ  2010 წლის 21 მაისის  N240/9 გადაწყვეტილების 4.4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს შპს „ვიონი საქართველოს“ საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ე.წ. „FREEVOLUTION“-ის საცალო პაკეტების ფარგლებში მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „ვიონი საქართველოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები