შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 18:05
მიღების თარიღი მაისი 17, 2018
შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რადიო ეფ-ემმა“ (№შ-7/2257-18, 04.05.2018), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული ფინანსური გარანტიების ვერ მოპოვების გამო, კომპანიამ დათქმულ დროს ვერ უზრუნველყო რადიო სიგნალის ეთერში გაშვება და ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ეფ-ემი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B192 ლიცენზიას კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალურ/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 4 მაისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ჭიათურა |
93.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16" N 43°15'40" E |
30 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ)
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”რადიო ეფ-ემის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო ეფ-ემის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 14 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) :
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ეფ-ემის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მ. ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
