შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2018 18:00
მიღების თარიღი მაისი 17, 2018
შპს „ვიონი საქართველოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1882-18, 16.04.18 და №შ-7/1986-18, 23.04.18 ) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია 2018 წლის 16 აპრილის წერილის დანართში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
GSM;
LTE.
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
სხვა.
B.F.3 მონაცემთა გადაცემა:
მონაცეთა გადაცემა.
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, “კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული
საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 3 მაისის Nშ-10/2227-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „ვიონი საქართველოს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები (რადიოსარელეო სიხშირული წყვილები) სამსახურებრივი ბარათის დანართში არსებული ჩამონათვალის შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამასახურებრივი ბარათი Nშ-10/2281-18 07.05.2018) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის 5 წლის ვადით (2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 70,775.07 ლარი. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 14,198.42 ლარს; მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 22,630.66 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 11,315.33 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 11,315.33 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 11,315.33 ლარს.
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 11 მაისს შპს „ვიონი საქართველოს“ გაეგზავნა წერილი N16/1614-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური 14,198.42 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 17 მაისამდე, ვინაიდან სიხშირეების მინიჭების საკითხის განხილვა დაგეგმილი იყო კომისიის 2018 წლის 17 მაისის სხდომაზე. 2018 წლის 17 მაისს შპს „ვიონი საქართველომ“ წარმოადგინა პირველი კალენდარული წლის საფასურის კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 17 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „ვიონი საქართველოს“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია კომპანიისთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „ვიონი საქართველოს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1807 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს „ვიონი საქართველოს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 70,775.07 (სამოცდაათი ათას შვიდასსამოცდათხუთმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 70,775.07 (სამოცდაათი ათას შვიდასსამოცდათხუთმეტი ლარი და შვიდი თეთრი) გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 22,630.66 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;
მესამე კალენდარული წლის საფასური 11,315.33 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური 11,315.33 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;
მეხუთე კალენდარული წლის საფასური 11,315.33 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე.
4. შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ვიონი საქართველოსთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მ. ქათამაძე |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|