შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2018 11:14
მიღების თარიღი მაისი 24, 2018
შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N594/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV3“ (ს/კ205281121) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო) და სხვა ტექნოლოგია (საქართველო);
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ (ს/კ211381814) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური და რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი სხვა ტექნოლოგია (საქართველო);
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით შპს „TV3“-ს 2016 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ 2016 წლის აპრილის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „TV3“ 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ 2017 წლის იანვრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით შპს „TV3“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ მაუწყებლობას არ ახორციელებენ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:
ა) შპს „TV3“-ს (ს/კ205281121) ავტორიზაციის (№BR-576, 05.07.2012) შეჩერების თაობაზე;
ბ) შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ (ს/კ211381814) ავტორიზაციის (№BR-1130, 20.03.2015) შეჩერების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 21 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV3“-სთვისა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიასთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
http://gncc.ge/ge/news/agenda/cnoba-18-24-sadjaro-gacnobisatvis-dokumentebis-wardgenisa-da-zepiri-mosmenis-gamartvis-shesaxeb-shps-tv3-sa-da-shps-saertashoriso-sainformacio-saagento-evrazias-mauwyeblobis-avtorizaciebis-shecherebis-miznit.page
