სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2018 11:17
მიღების თარიღი მაისი 24, 2018
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1954-18, 20.04.18) და მოითხოვა კომისიის 2008 წლის 23 მაისის N285/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების განმეორებით 10 წლის ვადით მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ენიჭება უფასოდ, კომისიის გადაწყვეტილებით.“
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აპრილის N10/2133-18 და 2018 წლის 21 მაისის N10/2484-18 სამსახურებრივი ბარათების თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათში მითითებული პირობების შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 24 მაისის სხდომას ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება 10 წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1808 მობილური სადგურების ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2028 წლის 24 მაისამდე შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად: 4751მჰც±14მჰც; 4779მჰც±14მჰც; 4807მჰც±14მჰც და 4835მჰც±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ.თბილისში, ქ.გორში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში, ქ.სენაკში, ქ.ფოთში და ქ.ბათუმში გამოყენებისთვის;
2. მიენიჭოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №1809 ნახევრად სტაციონალური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2028 წლის 24 მაისამდე შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად: 7570±14მჰც, 7610±14მჰც, 7650±14მჰც, 7690±14მჰც და 8520±14მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ. თბილისში, ქ.გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. სენაკში, ქ. ფოთში და ქ. ბათუმში;
|
№ |
ცენტრალური სიხშირე (მჰც) თითოეული ზოლის სიგანით (±14მჰც) |
”N” - ით აღნიშნულ ქალაქებში სიხშირის გამოყენება არ არის რეკომენდირებული |
||||||
|
თბილისი |
გორი |
ქუთაისი |
ბათუმი |
ფოთი |
ზუგდიდი |
სენაკი |
||
|
1 |
7570 |
N |
|
|
|
|
N |
N |
|
2 |
7610
|
|
|
N |
N |
|
N |
N |
|
3 |
7650
|
N |
|
N |
|
N |
|
N |
|
4 |
7690
|
|
|
N |
N |
|
|
|
|
5 |
8520
|
|
|
|
|
|
|
|
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მეორე პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
