წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: 320 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2018 10:08

მიღების თარიღი მაისი 24, 2018

სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის“  მიმართ  ()იპსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგანცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

I.    დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორი საჩივარი (შ-6/2412-18; 15.05.2018; შ-6/2413-18; 15.05.2018). საჩივრებში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 01 მარტს და 2018 წლის 13 აპრილს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“   სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინა ვიდეო და აუდიო რგოლები, სოციალური რეკლამის სტატუსით ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ეთერში განთავსების მოთხოვნით, თუმცა ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არც პასუხი გასცა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და არც ვიდეო და აუდიო რგოლები განათავსა საკუთარ სამაუწყებლო ეთერში.

საჩივრის თანახმად, მომზადებული ვიდეო და აუდიო რგოლები მიზნად ისახავს პორტალ ichange-ს თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. ichange მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა. პეტიციების პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება. შესაბამისად, აღნიშნული რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ამასთან, სადავო ვიდეო რგოლი არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა.  სადავო ვიდეო და აუდიო რგოლები ასევე არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ვიდეო რგოლის შინაარსიდან გამომდინარე საერთოდ არ მოიცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის მომსახურების თაობაზე ინფორმაციას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ მის მიერ ichange-ს თაობაზე მომზადებული ვიდეო და აუდიო რგოლები წარმოადგენს სოციალურ რეკლამას და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია გაუშვას თავის ეთერში.

 ()იპსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისმოთხოვნა:

დაევალოს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ichange-ს თაობაზე მომზადებული აუდიო და ვიდეო რგოლების ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2018 წლის 24 მაისს. კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი  მ.გოგოსაშვილი, რომელმაც დაადასტურა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. სხდომას ასევე ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი  დ. ბერძენიშვილი. მხარეებმა განაცხადეს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  საჩივრების  განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან განცხადებზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ  ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განუთავსებლობის საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2018 წლის 14 ივნისი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  : 

1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (შ-6/2412-18; 15.05.2018; შ-6/2413-18; 15.05.2018) საჩივრები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  მიმართ კომისიის მიერ მიღებული იქნას განსახილველად;

2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2018 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები