წვდომის მენიუ

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 323 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2018 10:42

მიღების თარიღი მაისი 31, 2018

შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 10%-ის  ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 17 მაისს №038 წერილით მიმართა შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2454-18 17.05.2018), შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 WiFi;

 სხვა.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 ტექსტური შეტყობინების მომსახურება

შპს „მაიფონი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N143 ლიცენზიას, ქ. თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 193XXX-197XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

შპს „მაიფონი“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით და საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებას.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციიდან შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წელს შეადგინა 1.184.938 ლარი, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებიდან შპს „მაიფონის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 673.947 ლარი.

 შპს „მაიფონის“ აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 2167  აბონენტი.

შპს „მაიფონის“ წილის 60%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი, ხოლო წილის 40%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი. შპს „მაიფონის“ დირექტორია გიორგი დალაქიშვილი. გიორგი დალაქიშვილს განზრახული აქვს წილის 10% გადასცეს ანზორ ბუბუტეიშვილს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის შესრულების შემთხვევაში შპს „მაიფონის“ წილის 50%-ის მფლობელი გახდება ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი, ხოლო წილის 50%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი ანზორ ბუბუტეიშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ანზორ ბუბუტეიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „მაიფონს“, შპს „მაიფონის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „მაიფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტნიორთა წილების შეცვლის შემთხვევაში, შპს „მაიფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „მაიფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები