წვდომის მენიუ

მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 331 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2018 16:21

მიღების თარიღი მაისი 31, 2018

მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განესაზღვრა  საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ასევე, საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნის მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებგვერდი; შეიმუშავოს და დაამტკიცოს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად. კომისია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ითვალისწინებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნებსა და ამოცანებს, ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით და უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის მონაწილეობას. კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, სამაუწყებლო სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნის, სოციალური რეკლამის დამზადების დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით. კომისია აფასებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების დონეს, ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას, აანალიზებს კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს და აღნიშნულ ანალიზს აქვეყნებს კომისიის საქმიანობის ანგარიშში. მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად კომისიას უფლება აქვს განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც. აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

2017 წლის 23 დეკემბერს მიღებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე  საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიას დაეალა 2018 წლის 1 ივნისამდე მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით კომისიისთვის დაკისრებული ვალდებულების და ფუნქციის შესრულების მიზნით კომისიამ შეიმუშავა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა, რომელიც აღწერს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებლ აქტივობებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში (თან ერთვის).

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, 141 მუხლის და საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს თანდართული „მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა“;

2.  დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) ”მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის“ გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები