ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2018 10:49
მიღების თარიღი მაისი 31, 2018
ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7998-17, 16.10.17 და №შ-6/1988-17, 23.04.18) მიმართა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული რომ შპს „მაგთიკომი“ ქველმოქმედების სახით, ანაზღაურების გარეშე აძლევს უფლებას ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ თავისი გადამცემი განათავსოს შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ ანძაზე ქ. მესტიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5 და 2017 წლის 28 სექტემბრის №654/2 გადაწყვეტილებებით შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N 42°57'25.40"E
|
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N 45° 9'33.99"E
|
25 |
4 |
|
გორი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N 44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N 41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N 42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 1'21.84"N 42°45'21.40"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N 42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N 43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N 41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N 42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმინდა |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N 44°39'10.13"E |
20 |
4 |
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N 45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N 44°14'18.50"E |
20 |
4 |
|
ხულო |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N 42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N 41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლისწყარო |
95.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N 46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 26 აპრილს №259/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 31 მაისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 მაისის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის ( №შ-10/8454-17, 01/11/2017) თანახმად, კომპანიის მიერ გადამცემის შპს „მაგთიკომის“ ანძაზე განთავსების შემთხვევაში, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონის მოხაზულობა, მიუხედავად იმისა, რომ გადამცემის განთავსების ადგილებს შორის მანძილი შეადგენს 1050 მეტრს, პრაქტიკულად არ იცვლება. შესაბამისად, 2018 წლის 31 მაისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩინია, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზია შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტექნიკური პარამეტრები:
|
მესტია |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 01'28.8"N 42°46'07.60"E |
15 |
4 |
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
