საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2018 12:14
მიღების თარიღი ივნისი 07, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N30 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
გ) შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.
2. კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N30 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2018 წლის 07 ივნისი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიმართ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მიგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ. მეწარმე რომან ტონიასთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ასტრას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტელერადიოკომპანია ქართული აზრის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადისაქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
