წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 344 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2018 15:28

მიღების თარიღი ივნისი 07, 2018

შპსრადიო ჰოლდინგი ფორტუნასკერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (№შ-7/2619-18, 29.05.2018) და იმის გამო, რომ კომპანიას მაუწყებლობის პროცესში პერიოდულად ესაჭიროება უცხო ენაზე გარკვეული კონტენტის გავრცელება მოითხოვა ყველა ლიცენზიის მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად ქართულთან ერთად რუსულის და ინგლისურის განსაზღვრა. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის   №B63, №B64, №B65, №B66, №B78, №B89, №B154, №B155, №B156, №B177, №B186, №B187, №B193 ლიცენზიებს კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებების საფუძველზე. აღნიშნული ლიცენზიების მაუწყებლობის ენას წარმოადგენს ქართული.     

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/2587-18, 28.05.18) თანახმად მიზანშეწონილია კერძო მაუწყებლობის №B63 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში დამატებით მიეთითოს გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, ანტენის განთავსების ადგილის კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ჩაიწეროს შემდეგნაირად - ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2018 წლის 7 ივნისის №143/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ლიცენზიებში ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად მოხდება მაუწყებლობის ენის მოდიფიცირებაც, წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიზანშეწონილია განხორციელდეს კერძო რადიომაუწყებლობის შემდეგი ლიცენზიების: №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187, №B193 მოდიფიცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 5 ივლისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა;               

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები