წვდომის მენიუ

შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის“ კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 346 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2018 11:54

მიღების თარიღი ივნისი 14, 2018

რადიო ეფ-ემ“-ისკერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რადიო ეფ-ემმა“ (№7/2257-18, 04.05.2018), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც წერილშია აღნიშნული ფინანსური გარანტიების ვერ მოპოვების გამო, კომპანიამ დათქმულ დროს ვერ უზრუნველყო რადიო სიგნალის ეთერში გაშვება და ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო ეფ-ემი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B192 ლიცენზიას კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალურ/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 4 მაისის ჩათვლით;

ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ჭიათურა

93.5

FM

V

წრიული

250

42°17'16" N 43°15'40" E

30

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ)

კომისია   აღნიშნავს,   რომ   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”რადიო ეფ-ემის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 17 მაისის №290/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის კერძო მაუწყებლობის №B192 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 14 ივნისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის წარმომადგენელი. 

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის კერძო მაუწყებლობის №B192 გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ”რადიო ეფ-ემ“-ის მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის   მე-9 პუნქტის,   74-ე მუხლის   პირველი   პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B192 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 4 მაისის N325/1 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ეფ-ემ“-ისთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ეფ-ემ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს ”რადიო ეფ-ემ“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები