წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 დეკემბრის № 827/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 349 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2018 11:51

მიღების თარიღი ივნისი 14, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 დეკემბრის № 827/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ქართული კაზინოს ჯგუფმა“ (რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს; ს.კ. №204547427) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2223-18, 02.05.18) ქ. თბილისში მინიჭებული 160.775 მჰც მეტრული სიხშირის  ნებისმიერი დეციმეტრული სიხშირით შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017  წლის 21 დეკემბრის №827/7  გადაწყვეტილებით შპს „ქართულ კაზინო ჯგუფს“  მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1696  უფლება და  მიენიჭა  160.775  სიხშირე  (ზოლის  სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის (№შ-10/2368-18, 14.05.18) საფუძველზე შესაძლებლია  შპს „ქართულ კაზინო ჯგუფს“  ქ. თბილისში  მინიჭებული 160.775 სიხშირის ნაცვლად მიენიჭოს 408.900 მჰც სიხშირე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 21 დეკემბრის № 827/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიეცეს შპს „ქართულ კაზინო ჯგუფს“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1696  უფლება და მიენიჭოს 408.900 მჰც სიხშირე ქ. თბილისში (ზოლის სიგანით 25 კჰც), ერთი წლის ვადით - 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ქართულ კაზინო ჯგუფისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ქართულ კაზინო ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების,  ვტორიზაციის  და ნებართვების     დეპარტამენტს   (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები