სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2018 11:37
მიღების თარიღი ივნისი 14, 2018
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2273-18, 07.05.18) და მოითხოვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის №10/2724-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის №შ-10/2724-18 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით (2018 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1572.02 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 8 ივნისს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გაეგზავნა წერილი №16/1949-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1572.02 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 14 ივნისამდე. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2018 წლის 13 ივნისს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1572.02 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 ივნისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1800 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2018 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით;
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.g№cc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.g№cc.ge) გამოქვეყნება;
9. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
დანართი
ა) ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა
8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 500 მილივატისა;
ბ) ელსადგური ენგურჰესის ანძა - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
გ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3
17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
დ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-1
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
ე) ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
ვ) ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა; 22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
ზ)ელექტროსადგური ვარციხეჰესი-1 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-2
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;
