წვდომის მენიუ

შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

ნომერი: 357 / 3

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2018 12:18

მიღების თარიღი ივნისი 21, 2018

შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა,   “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N594/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV3“ (ს/კ205281121) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო) და სხვა ტექნოლოგია (საქართველო);

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ (ს/კ211381814) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური და რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი  სხვა ტექნოლოგია (საქართველო);

კომისიის 2018 წლის 24 მაისის №303/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 21 ივნისი 15:00 საათი. კომისიის 2018 წლის 21 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა  შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“  წარმომადგენელები. კომპანიების მიერ წერილობითი ფორმითაც არ იყო წარმოდგენილი რაიმე მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით შპს „TV3“-ს 2016 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების  ფორმები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „TV3“ ასევე არ იხდის რეგულირების საფასურს. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ 2016 წლის აპრილის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების  ფორმები, შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა ზემოაღნიშნულ კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიაც“ არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „TV3“ 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“  2017 წლის იანვრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით შპს „TV3“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ მაუწყებლობას არ ახორციელებენ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ კომისიის 2018 წლის 24 მაისის №303/23 გადაწყვეტილება გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. გზავნილი შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“  მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდა, ხოლო შპს „TV3“-ს ჩაბარდა 31 მაისს. 2018 წლის 6 ივნისს  კომისიის 2018 წლის 24 მაისის №303/23 გადაწყვეტილება ასევე ჩაბარდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც შპს „TV3“-ს მეურვეს. შეტყობინება ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ დაუსწრებლად. შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „TV3“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ ავტორიზაციების შეჩერება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეუჩერდეს შპს „TV3“-ს (ს/კ205281121) ავტორიზაცია (№BR-576, 05.07.2012) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2. შეუჩერდეს შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ (ს/კ211381814) ავტორიზაცია (№BR-1130, 20.03.2015) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

3. განემარტოთ შპს „TV3“-სა და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) შპს „TV3“-სთვის, შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიასთვის“ და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების გაგზავნის უზრუნველყოფა;

5.დაევალოს   კომისიის   აპარატის   ლიცენზირების   ავტორიზაციისა   და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები