წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 359 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2018 11:30

მიღების თარიღი ივნისი 21, 2018

საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის   სსიპ  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების   შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ  „საქართველოს ოპერატიულ - ტექნიკური სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (№6/6/8-1366ს, 04.05.18), რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით,  კომისიის მიერ წერილობით (№05-ს, 01.06.18) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად სიხშირეების მინიჭებასა და  გამოყენებაზე თანხმობა, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტომ“ კომისიას, აცნობა  წერილით  (№6/6/8-ს, 02.06.18) 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-„ე“ პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა,  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ რადიოსიხშირული ზოლები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული არამეტრების შესაბამისად  საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა  სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ  გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის   სსიპ  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის   სსიპ  „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უროსსს (თ.ძაგნიძე);

კომისიის  წევრი                                                        ვ.აბაშიძე   

კომისიის  წევრი                                                        ე.ასანიძე

კომისიის  წევრი                                                        გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                        მ.ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები