შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2018 15:30
მიღების თარიღი ივნისი 21, 2018
|
შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „MAXNET“-მა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-მა (ს/კ 438726112), (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/2752-18 07.06.2018), შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შპს „MAXNET“ (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“ (ს/კ 438726112) წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს. შპს „MAXNET“-ს (ს/კ 439393390) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.2. ინტერნეტ მომსახურება WiFi შპს „MAX.net“-ს (ს/კ 438726112) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად: შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) წილის 100%-ის მფლობელია შპს „ნეტფლექსი“. შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) დირექტორია პაატა შამუგია. შპს „ნეტფლექსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ლევან გაბუნია შპს „ნეტფლექსი“ წილის 100%-ს ფლობს შპს „YOURNET“ -ში და წილის 96%-ს შპს „Niknet“-ში. შპს „YOURNET“-ის დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი, რომელიც ასევე არის შპს „სქაიტელის“ დირექტორი. შპს „MAXNET“ (ს/კ 439393390) წილის 100%-ს მფლობს შპს „ფრინეტში“. შესაბამისად, შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები არიან: შპს „YOURNET“ (ს/კ 438108398), შპს „სქაიტელი“ (ს/კ 400013748) და შპს „Niknet“ (ს/კ 406083508), შპს „ფრინეტი“ (ს/კ431166793). შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მალხაზ ხოფერია. შპს „MAXNET“ (ს/კ 439393390), შპს „MAX.net“ (ს/კ 438726112), ასევე შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა: შპს „MAXNET“ – 5920 აბონენტი; შპს „ფრინეტი“ – 3171 აბონენტი; შპს „YOURNET“ – 1864 აბონენტი; შპს „სქაიტელი“ – 7959 აბონენტი; შპს „Niknet“ – 1019 აბონენტი; შპს „ნეტფლექსი“ – 710 აბონენტი; შპს „MAX.net“ – 1310 აბონენტი. ხოლო მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1. მიეცეთ თანხმობა შპს „MAXNET“-ს (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ს (ს/კ 438726112), შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) მიერ შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმაზე; 2. განემარტოთ შპს „MAXNET“-ს (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ს (ს/კ 438726112), რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“ (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“ (ს/კ 438726112) ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. შპს „MAXNET“-ის (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ის (ს/კ 438726112) შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“-მა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-მა (ს/კ 438726112) უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა; 4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ისათვის (ს/კ 438726112) გაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ისათვის (ს/კ 438726112) ჩაბარების დღიდან; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „MAXNET“-ისა (ს/კ 439393390) და შპს „MAX.net“-ისათვის (ს/კ 438726112) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
