წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 37 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2018 10:16

მიღების თარიღი იანვარი 25, 2018

შპს „მაგთიკომისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9399-17, 15.12.17) და მოითხოვა კომისიამ მიანიჭოს 6 თვის ვადით იმ სიხშირეების გამოყენების უფლება, რომელსაც კომპანია ფლობს 2018 წლის 25 იანვრამდე კომისიის 2008 წლის 25 იანვრის N39/13 გადაწყვეტილების საფუძველზე.

შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის თანახმად კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მობილური კავშირის ქსელების უმეტესობა დაფუძნებულია ქსელის ელემენტებს შორის კავშირის ორგანიზებაზე, რაც ასევე დამოკიდებულია რადიოსარელეო სისტემების გამოყენებაზე. მობილური კავშირის ქსელი მუდმივად პროექტირებადი ქსელია და ხშირ შემთხვევაში ქსელის ამა თუ იმ უბნის განვითარების აუცილებლობის გრძელვადიანი პროგნოზირება საკმარისი სიზუსტით ვერ ხერხდება. შესაბამისად შეუძლებელია ათწლიანი პერსპექტივით წინასწარ განისაზღვროს კონკრეტული სიხშირული ზოლები. შესაბამისად შპს „მაგთიკომს“ კომისიის 2008 წლის 25 იანვრის N39/13 გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული რადიოსიხშირეებით სარგებლობა ისევ 10 წლიანი ვადით რეალურად არ ესაჭიროება.   

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM;

WCDMA;

CDMA;

LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

CDMA;

3G;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით  მომსახურება.

 B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.               

„ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ“  საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი  ან რადიოსარელეო  ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც   განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 იანვრის N10/105-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მაგთიკომს“ შესაძლებელია განმეორებით მიენიჭოს რადიოსარელეო სიხშირეები 2008 წლის 25 იანვრის N39/13 გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად. წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე შპს „მაგთიკომისთვის“ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის შესაბამისად, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამასახურებრივი ბარათი N10/391-18 25.01.2018) განისაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომლის ჯამური თანხა 10 წელზე შეადგენს 906,984.33 ლარს. სამსახურებრივი ბარათის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ კომისია გადაწყვეტს დააკმაყოფილოს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და 10 წელზე ნაკლები ვადით გაუგრძელოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს საფასურის ვადის პირდაპირპროპორციული წესით გადაანგარიშებას, ამ შემთხვევაში, ერთი დღის სარგებლობის უფლების ღირებულების რიცხობრივი მაჩვენებელი გაუტოლდება 906,984.33/ 3650 =  248.49 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 25 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური. შპს „მაგთიკომის“ იურისტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად საბაზო სადგურებს შორის კავშირი უკვე ოპტიკური კაბელის საშუალებით მყარდება, შესაბამისად არის სადგურები, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩაერთვება ოპტიკურ ქსელში, აქედან გამომდინარე, მათ 10 წელი არაგონივრულ ვადად მიაჩნიათ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულების სიხშირეების მოთხოვნისთვის და გამოყენებისთვის; დავით ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შედის 2018 წლის 1 მარტიდან, კომპანიებს ეძლევათ საშუალება თვითონ განსაზღვრონ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების სასურველი ვადა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და სიხშირეების მინიჭება ნაცვლად წერილით მოთხოვნილი 6 თვისა მოითხოვა 3 თვის ვადით 2018 წლის 25 აპრილამდე.

2017 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.018762), რომლის თანახმად კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2018 წლის 1 მარტიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. კომპანიას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მოთხოვნილი სიხშირეები ესაჭიროება ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, განსაზღვრული ვადით. კომისია აღნიშნავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების შესაბამისად საბაზო სადგურებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების გამოყენების საჭიროება მცირდება, ვინაიდან საბაზო სადგურებს შორის კავშირი მყარდება ოპტიკური ქსელის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელს მიეწოდოს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით არა მარტო გაიზარდა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულების სიხშირეების მინიჭების ვადა არამედ უფრო მკაფიოდ განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული სიხშირეების მინიჭება ხდება ავტორიზებული პირის მოთხოვნილი ვადით, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულების რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება სამი თვის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 25 აპრილამდე სიხშირეების მინიჭებისას (სულ 90 კალენდარული დღე) შეადგენს 248.49 * 90 = 22,364.10 ლარს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა აუქციონის საწყისი საფასურის - 22 364.10 (ოცდაორი ათას სამასსამოცდაოთხი და ათი) ლარის გადახდაზე მზადყოფნა განაცხადა.  

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საბაზო სადგურებს შორის   მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2018 წლის 25 აპრილამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა - 22 364.10 (ოცდაორი ათას სამასსამოცდაოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით.         

3.  უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 22 364.10 (ოცდაორი ათას სამასსამოცდაოთხი ლარი და ათი თეთრი) გადახდა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

კოდი - TRESGE22;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 22 364.10 (ოცდაორი ათას სამასსამოცდაოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომიისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“  ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები