წვდომის მენიუ

შპს „ქართული ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 371 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 15:19

მიღების თარიღი ივნისი 28, 2018

შპს „ქართული ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ლიცენზირების,   ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2226-18, 3.05.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 11 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის  დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N10/2226-18, 3.05.2018)   აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი შპს „ქართული ტვ“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.  ასევე, ინფორმაცია შპს „ქართული ტვ“-ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს თუ არა ა)მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიას ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქცებს: ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.

აღნიშნულის შესახებ ასევე შპს „ქართულ ტვ“-ის 2018 წლის 15 თებერვალს და 10 აპრილს გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილები  (№16/557-18; 15.02.2018; N16/1232-18, 10.04.18), რომელიც შპს „ქართულ ტვ“-ის  ვერ ჩაბარდა. ამასთან, შპს „ქართული ტვ“-ის არეთხელ გაეგზავნა გამფთხილებელი წერილები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იმ მისამართზე, რა მისამართიც კომპანიას მითითებული აქვს კომისიის უწყებრივ რეესტრში.

შპს „ქართული ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 17 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება,  მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.  შეტყობინებით, კომპანია    მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2018 წლის 17 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქართული ტვ“-ის წარმომადგენელი და არც მისთვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი არ დადატურდა. საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 31 მაისს, რის თაობაზეც შპს „ქართული ტვ“-ის ეცნობა შეტყობინებით, რომელიც გაგზავნილ იქნა, როგორც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, ასევე შპს „ქართლი ტვ“-ის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და შეტყობინება სხდომის გადადების თაობაზე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page).

2018 წლის 30 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ქართული ტვ“-ის შუამდგომლობა (N6/2637-18, 30.05.2018) 2018 წლის 31 მაისს ჩანიშნული სხდომის 2018 წლის 28 ივნისამდე გადადების თაობაზე. შპს „ქართული ტვ“-ის შუამდგომლობიდან გამოვლინდა, რომ კომპანიის დირექტორი, რ. ლომინაძე გარდაიცვალა, რის გამოც შეფერხდა შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

შპს „ქართული ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა ჩაინიშნა 2018 წლის 28 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (შპს „საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი:AP01004666907) .

2018 წლის 28 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ქართული ტვ“-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვა ჩაინიშნა კომპანიის მიერ მითითებულ ვადაში, ამასთან შეტყობინება გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ქართული ტვ“-ის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები 

  1. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის 2018 წლის 3 მაისის  Nშ-10/2226-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქართული ტვ“-ის  შესახებ მონაცემები;
  3. 2018 წლის 15 თებერვალს და 10 აპრილს შპს „ქართული ტვ“-ისთვის გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილები (კომისიაში რეგისტრაციის: N16/557-18; N16/1232-18);
  4. 2018 წლის 30 მაისის შპს „ქართული ტვ“-ის შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის: N6/2637-18; 30.05.18).

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ქართილი ტვ“-ი  არის ავტორიზებული მაუწყებელი (ავტორიზაციის თარიღი 23.02.2011; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა);

2.   შპს „ქართული ტვ“-ის   გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, 2018 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, კომისიაში არ წარმოუდგენია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, შპს „ქართული ტვ“-ი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შპს „ქართული ტვ“-ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს თუ არა ა)მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიას ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქცებს: ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს;

3.  შპს „ქართული ტვ“-ის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
  4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს; 
  5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული ტვ“-ის  მიერ 2017 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგნელობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის   451-ე მუხლის 10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი  და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქართული ტვ“-ის  მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ქართული ტვ“-ის გარდაეცვალა დირექტორი და კომპანიას დრო ჭირდება ახალი დირექტორის დასანიშნად, კომპანიას უნდა მიეცეს ორი თვის ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების  და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „ქართულ ტვ“-ის  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს ავტორიზმებულმა პირმა შპს „ქართული ტვ“-იმ ორი თვის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. ასევე,  ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს; 

3. დაევალოს   კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე)  გადაწყვეტილების ავტორიზებული პირი შპს „ქართული ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ავტორიზებული პირი შპს „ქართული ტვ“-ისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული  ასლის ავტორიზებული პირი შპს „ქართული ტვ“-ისთვის   ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები