შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:35
მიღების თარიღი ივნისი 28, 2018
შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
1. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათისა (№შ-10/2188-18; 01.05.2018) და სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/2621-18; 30.05.2018) საფუძველზე 2018 წლის 31 მაისს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის, რეგულირების საფასურის გადაუხდელობის და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (№შ-10/2188-18; 01.05.2018) აღნიშნულია, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N142/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, რომლის შესაბამისად, შპს „ჩვენ რადიოს“ ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო სალიცენზიო გადასახდელის (B196 ლიცენზიაზე - 1,432.00 ლარი; B197 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი; B198 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი) ჯამური დავალიანების - 5,212.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, არ შეუსრულებია (შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N142/18 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 23 მარტს). ამასთან, კომპანიას 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 6,517.00 ლარი (დავალიანებას დაემატა აპრილის თვის გადასახადი სამივე ლიცენზიაზე - 1, 305.00 ლარი).
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (№შ-10/2188-18; 01.05.2018) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1,9 ფორმების შესაბამისად (2018 წლის მარტის თვის ჩათვლით) რეგულირების საფასურის დავალიანება შეადგენს 38.06 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2018 წლის 30 მაისს დამატებით იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო და რეგულირების საფასური დავალიანებასთან დაკავშირებით, კერძოდ სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/2621-18; 30.05.2018) აღნიშნულია, რომ შპს „ჩვენმა რადიომ“ 2018 წლის 21 მაისს კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასური - 40.00 ლარი, მათ შორის 2018 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება - 38.06 ლარი.
შპს „ჩვენმა რადიომ“ 2018 წლის 21 მაისს კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად, გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება - 47.29 ლარი.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/2621-18; 30.05.2018) ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2018 წლის 11 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანობაში ჩარიცხა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 3,915.00 ლარი. შპს „ჩვენს რადიოს“ - 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მთლიანობაში დარჩა სალიცნზიო გადასახდელის დავალიანება - 3,907.00 ლარი კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებების და ლიცენზიების შესაბამისად:
ა) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B197 ლიცენზიაზე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე;
ბ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B196 ლიცენზიაზე, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 1,080.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე;
გ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B198 ლიცენზიაზე მთლიანობასი გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიანება - 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გრაფიკის მიხედვით სამივე ლიცენზიაზე გადასახდელი დარჩა - 3,915.00 ლარი, ხოლო კომპანიის მთლიანი სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება შეადგენს -3,907.00 ლარს, რაც 8.00 ლარით ნაკლებია გადასახდელ თანხაზე.
შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N03/1819-18; 31.03.2018) ეცნობა შპს „ჩვენ რადიოს“, რომელსაც ჩაბარდა 2018 წლის პირველ ივნისს.
კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომაზე შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 21 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჩვენ რადიოს“ ეცნობა შეტყობინებით (03/1948-18, 08.06.2018), რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 11 ივნისს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 ივნისს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (N-10/2927-18, 19.06.2018) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ აპრილის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგნილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1,9 ფორმები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად მთლიანობაში ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 47.29 ლარი. ასევე, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,212.00 ლარი, კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებების და ლიცენზიების შესაბამისად:
ა) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B197 ლიცენზიაზე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; ჯამური თანხა 1,890.00 ლარი
ბ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B196 ლიცენზიაზე, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 1,080.00 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; ჯამური თანხა - 1,440.00 ლარი.
გ) „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B198 ლიცენზიაზე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიანება - 1,417.50 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; ჯამური თანხა - 1,890.00 ლარი.
კომისიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის (N-10/2927-18, 19.06.2018) სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ გრაფიკის შესაბამისად, სამივე ლიცენზიაზე გადასახდელი დარჩა - 5,220.00 ლარი, ხოლო შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ ბიუჯეტში მთლიანობაში ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელი თანხის თანახმად, დავალიანება შეადგენს - 5,212.00 ლარს, რაც 8.00 ლარით ნაკლებია გრაფიკის მიხედვით მთლიან დავალიანებაზე.
შპს „ჩვენ რადიოს“ კომისიის 2018 წლის 20 ივნისის N03/2033-18 წერილით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალა - კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2927-18, 19.06.2018, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 20 ივნისს.
კომისიის 2018 წლის 21 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჩვენი რადიოს“ დირექტორი გოგა სამუშია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 ივნისს შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურისა და სალიცენზიო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2018 წლის 21 ივნისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 28 ივნისს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჩვენ რადიოს“ კანონმდებლობის შესაბამისად სხდომაზევე ეცნობა.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/2992-18, 25.06.2018) ირკვევა, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად მთლიანობაში ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 2.03 ლარი. ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანად გადაიხადა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,212.00 ლარი და 2018 წლის 25 ივნისის მდგომარეობით ზედმეტად ერიცხება სალიცენზიო გადასახდელი - 8,00 ლარი.
კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულის თაობაზე მას ეცნობა კომისიის 2018 წლის 21 ივნისის სხდომაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2188-18; 01.05.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/2621-18; 30.05.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/2927-18; 19.06.2018);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/2992-18, 25.06.2018)
- შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N142/18 გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს „ჩვენი რადიოს“ B198 ლიცენზია;
- კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს „ჩვენი რადიოს“ B197 ლიცენზია;
- კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილება „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ და შპს „ჩვენი რადიოს“ B196 ლიცენზია;
- შპს ,,ჩვენი რადიოს“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს ,,ჩვენი რადიო“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B196 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027), B197 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027) და B198 (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 13.07.2017; მოქმედების ვადა: 13.07.2027) ლიცენზიებს;
- „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B196 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 4,252.50 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 360,00 ლარი – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 360,00 ლარი – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 360,00 ლარი – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 360,00 ლარი – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 360,00 ლარი – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 იანვრამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 360,00 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; 292,50 ლარი – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B196 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
- „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B197 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 472,50 ლარი – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 იანვრამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B197 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
- „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“ მიეცა B198 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 ლარის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 472,50 ლარი – 2017 წლის 13 აგვისტომდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 სექტემბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 ოქტომბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 ნოემბრამდე; 472,50 ლარი – 2017 წლის 13 დეკემბრამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 იანვრამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 თებერვლამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მარტამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 აპრილამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 მაისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივნისამდე; 472,50 ლარი – 2018 წლის 13 ივლისამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჩვენ რადიოს“ ასევე განესაზღვრა B198 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
- „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N142/18 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B196 ლიცენზიაზე - 1,432.00 ლარი; B197 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი; B198 ლიცენზიაზე - 1,890.00 ლარი) ჯამური დავალიანების - 5,212.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა; შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 15 მარტის N142/18 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 23 მარტს; კომპანიას 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მთლიანობაში გააჩნდა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 6,517.00 ლარი (დავალიანებას - 5,212.00 ლარს დაემატა აპრილის თვის გადასახადი სამივე ლიცენზიაზე - 1,305.00 ლარი); კომპანიამ 2018 წლის 11 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანობაში ჩარიცხა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 3,915.00 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 3,907.00 ლარს; 2018 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო დავალიანება შეადგენდა 5,212.00 ლარს, ვინაიდან სამივე ლიცენზიაზე დაემატა გრაფიკით განსაზღვრული ივნისის თვის გადასახადი; 2018 წლის 21 ივნისს შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, რომ შპს „ჩვენმა რადიომ“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანად გადაიდახა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,212.00 ლარი და 2018 წლის 25 ივნისის მდგომარეობით ზედმეტად ერიცხება სალიცენზიო გადასახდელი - 8,00 ლარი.
- შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1,9 ფორმების შესაბამისად (2018 წლის მარტის თვის ჩათვლით) რეგულირების საფასურის დავალიანება შეადგენდა 38.06 ლარს, რომელიც კომპანიამ გადაიხადა 2018 წლის 21 მაისს; ასევე, შპს „ჩვენმა რადიომ“ 2018 წლის 21 მაისს კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმა და წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად, დავალიანება შეადგენდა - 47.29 ლარს; 2018 წლის 21 ივნისს შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად მთლიანობაში ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 2.03 ლარი;
- შპს „ჩვენ რადიოს“ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სრულად აქვს გადახდილი სალიცენზიო და რეგულირების საფასურის დავალიანებები;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობის გამო.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო გადასახდელის გადახდასა და რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც მაუწყებელს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე (შპს „ჩვენმა რადიომ“ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით სრულად გადაიხადა სალიცენზიო დავალიანება და რეგულირების საფასური), ასევე, დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, და იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჩვენი რადიო“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყდეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N470/1 გრადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N468/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და „შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N469/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „ჩვენ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჩვენი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე კონტროლი.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
