წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 377 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2018 16:28

მიღების თარიღი ივნისი 28, 2018

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 ივნისს და 25 ივნისს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2932–18 და Nშ-6/3012-18) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სს „სილქნეტმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა ხელშეკრულების მხარეების, სამაუწყებლო არხების ჩამონათვლისა და ხელშეკრულებების მოქმედების ვადებისა. გასათვალისწინებელია, რომ 25 ივნისის განცხადებით სს „სილქნეტმა“ მოითხოვა, მხოლოდ, უცხოური სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

 

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის 19 ივნისის და 25 ივნისის განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2932–18 და Nშ-6/3012-18) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა)       შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (3–14 გვ); 

ბ)      შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15–17 გვ);   

გ) შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (18–19 გვ);   

დ) შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (20–31 გვ);   

ე) შპს „მედია ჯგუფსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (32-41 გვ);   

ვ) ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (42-53 გვ);     

ზ) Central Media Distribution-ის სანებართვო წერილი (54 გვ);

თ) შპს „მედია ჯგუფის“ სანებართვო წერილი (55 გვ);

ი) Discovery Communications Europe Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (56-68 გვ);        

კ) STV Internationa B.V-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (69-83 გვ);       

ლ) La Gardere Television International-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (84-86 გვ);       

მ) BBG-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (87-94 გვ);       

ნ) Fashion One (Europe) N.V-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (95-98 გვ);       

ო) საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (96-112 გვ);       

პ) შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (113-123 გვ);       

ჟ) MTV Networks Europe-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (124-200 გვ);       

რ) ISG Media-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (201-218 გვ);       

ს) Euronews-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2015 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (219-231 გვ);        

ტ) Eurasian Broadcasting Enterprise Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (232-242 გვ);        

უ) Scripps Networks International (UK) Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (243-254 გვ);        

ფ) Discovery Communications Europe Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (255-322 გვ);

ქ) телекомпания „совершенно секретно“-ს  და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (2-13 გვ);

ღ) The Korean International Broadcasting Foundation/Arirang TV-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (14-24 გვ);

ყ) Opuntia S.A.-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (25-41 გვ);

შ) TV5 Monde S.A.-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (42-54 გვ);

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: ხელშეკრულების მხარეები, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და ხელშეკრულების ვადები. გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ უნდა იქნას ღიად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ 2018 წლის 19 ივნისის და 25 ივნისის კომისიას განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2932–18 და Nშ-6/3012-18) უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2018 წლის 19 ივნისის და 25 ივნისის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2932–18 და Nშ-6/3012-18):

ა)  ცნობილ იქნას შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ბ)   ცნობილ იქნას შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

გ) ცნობილ იქნას შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

დ) ცნობილ იქნას შპს „ნიუ კონტენტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ე) ცნობილ იქნას შპს „მედია ჯგუფსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ვ) ცნობილ იქნას ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ზ) ცნობილ იქნას Central Media Distribution-ის სანებართვო წერილი კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

თ) ცნობილ იქნას შპს „მედია ჯგუფის“ სანებართვო წერილი კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ი) ცნობილ იქნას Discovery Communications Europe Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2018 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

კ) ცნობილ იქნას STV Internationa B.V-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ლ) ცნობილ იქნას La Gardere Television International-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

მ) ცნობილ იქნას BBG-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ნ) ცნობილ იქნას Fashion One (Europe) N.V-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ო) ცნობილ იქნას საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

პ) ცნობილ იქნას შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ჟ) ცნობილ იქნას MTV Networks Europe-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

რ) ცნობილ იქნას ISG Media-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ს) ცნობილ იქნას Euronews-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2015 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ტ) ცნობილ იქნას Eurasian Broadcasting Enterprise Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

უ) ცნობილ იქნას Scripps Networks International (UK) Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ფ) ცნობილ იქნას Discovery Communications Europe Limited-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ქ) ცნობილ იქნას телекомпания „совершенно секретно“-ს  და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ღ) ცნობილ იქნას The Korean International Broadcasting Foundation/Arirang TV-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

ყ) ცნობილ იქნას Opuntia S.A.-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

შ) ცნობილ იქნას TV5 Monde S.A.-სა  და სს „სილქნეტს“ შორის 2012 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, გადახვევა-დაპაუზების და ჩაწერის პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (ნ.ჯავახიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან; 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები