წვდომის მენიუ

„შპს „რადიო არტისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და „შპს „რადიო არტისთვის“რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის პირველი მაისის №214/13 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 382 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2018 11:51

მიღების თარიღი ივნისი 28, 2018

„შპს „რადიო არტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და „შპს „რადიო არტისთვისრადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის პირველი მაისის №214/13 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს  „რადიო არტმა“   (რეგისტრირებული   მთაწმინდის რ-ნის  სასამართლოს   მიერ   1997   წლის 1 სექტემბერს, ს.კ. №203845054) კომისიას   მიმართა   განცხადებით   (კომისიაში   რეგისტრაციის №შ-7/2919-18, 19.06.18) და მოითხოვა კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და 2009 წლის პირველი მაისის №214/13 გადაწყვეტილებებით მინიჭებული სიხშირეების გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 30 მარტის №165/13 და 2009 წლის პირველი მაისის №214/13 გადაწყვეტილებებით შპს „რადიო არტს“ მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები. კომისიის 2015 წლის 7 მაისის №249/7 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილებები ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში და შესაბამისად დღეის მდგომარეობით კომპანია ფლობს შემდეგ სიხშირულ რესურსს:

ა) რადიოსარელეო სიხშირე 7250.5მჰც ± 3.5 მჰც,  ქ.თბილისში,  სტუდიიდან (აბაშიძის ქ. №10), მთაწმინდის  სატელევიზიო ანძამდე და სიხშირე 7111.0მჰც ± 3.5 მჰც მობილური სადგურიდან  მთაწმინდის  სატელევიზიო ანძამდე  რადიოსამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, №B52  ლიცენზიის  მოქმედების ვადით (ვადა 31.12.21);

ბ) რადიოსარელეო სიხშირე 13010.0მჰც ± 3.5 მჰც,  ქ.თბილისში,  სტუდიიდან (აბაშიძის ქ. №10), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, №B52 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.21);  

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

  ა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “შპს „რადიო არტისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 30 მარტის №165/13 და “შპს „რადიო არტისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2009 წლის პირველი მაისის №214/13 გადაწყვეტილებები;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო არტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „რადიო არტისთვის“ ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს  „რადიო არტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები