შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:45
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (№შ-7/537-18, 31.01.2018), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B65, №B66, №B156, №B78 და№B89 ლიცენზიების მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ითხოვს:
ა) კერძო მაუწყებლობის №B65 ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონებში (ქ. თელავი, ქ.ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ახალციხე და ქ. ხაშური) ნაცვლად 103,4 მჰც სიხშირისა კომპანიამ ქ. ხაშურში იმაუწყებლობს 104.0 მჰც სიხშირეზე, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 103.5 მჰც სიხშირეზე;
ბ) კერძო მაუწყებლობის №B156 ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში (ქ. გორი) ნაცვლად 104.0 მჰც სიხშირისა კომპანიამ იმაუწყებლოს 103.5 მჰც სიხშირეზე;
გ) კერძო მაუწყებლობის №B66 ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში (ქ. თბილისი) ნაცვლად 103.4 მჰც სიხშირისა კომპანიამ იმაუწყებლოს 103.5 მჰც სიხშირეზე;
დ) კერძო მაუწყებლობის №B78 ლიცენზიით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონებიდან ორ გეოგრაფიულ ზონაში (ქ. გორი და ქ. დმანისი) ნაცვლად 102.0 მჰც და 103.0 სიხშირეებისა კომპანიამ იმაუწყებლოს სხვა კენტ სიხშირეზე;
ე) კერძო მაუწყებლობის №B89 ლიცენზიით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონებიდან ერთ გეოგრაფიულ ზონაში (ქ. დმანისი) ნაცვლად 100.2 მჰც სიხშირისა კომპანიამ იმაუწყებლოს სხვა კენტ სიხშირეზე.
როგორც კომპანიის წერილშია აღნიშნული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე მოიმატა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ავტომანქანების იმპორტმა (საერთო იმპორტის თითქმის 70 %) ავტოექსპერტების განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა არის მზარდი და უახლოეს მომავალში პროცენტული მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. იმდენად რამდენადაც ამერიკულ ავტომანქანებში რადიო სიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვებით დაბოლოებულ სიხშირებზე, ეს გარემოება ლუწი სიხშირის მქონე რადიოსადგურისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას რადიომსმენელების მოზიდვის, სმენადობის და რადიოარხის პოპულარიზაციის კუთხით. აღნიშნული პრობლემის გამო კომპანია ექცევა არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოში, შესაბამისად იკლებს რადიოარხის რეიტინგი და კომპანიის შემოსავლები. ამდენად ობიექტურად შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ მაუწყებელმა საკუთარი რადიოსიგნალის გასავრცელებლად და ამ სიგნალის ამერიკული ავტომობილების მფლობელთა მხრიდან მიღების მიზნით უნდა მოახდინოს სიხშირეების ცვლილება და შესაბამისად ლიცენზიების მოდიფიცირება. აღნიშნული მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნა“ რადიო „ფორტუნა პლიუსის“ კონტენტით ერთიდაიგივე სიხშირეზე იმაუწყებლებს ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ.ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ახალციხეში და ქ. გორში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს:
1. კერძო რადიომაუწყებლობის №B65 ლიცენზიას, 2023 წლის 1 მაისამდე კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ე.ა) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;
ე.ბ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური;
ე.გ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;
ე.დ) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ახალციხე;
ე.ე) რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თელავი;
2. კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზიას, 2023 წლის 1 ნოემბრამდე კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
3. კერძო რადიომაუწყებლობის №B156 ლიცენზიას, კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 13 თებერვლამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. გორი ახალდაბის ანძა |
104.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51”E |
150 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 7 ივნისის №343/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 და 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 5 ივლისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისიის 2018 წლის 5 ივლისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/2587-18, 28.05.18) თანახმად შესაძლებელია:
ა) კერძო მაუწყებლობის №B65 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 103.4 მჰც, რადიომაუწყებლობისთვის ქ. თელავში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში და ქ. ახალციხეში შეიცვალოს სიხშირით 103.5 მჰც, ხოლო ამავე ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 103.4 მჰც რადიომაუწყებლობისთვის ქ.ხაშურში, შეიცვალოს სიხშირით 104.0 მჰც, სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად;
ბ) კერძო მაუწყებლობის №B66 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 103.4 მჰც, რადიომაუწყებლობისთვის ქ.თბილისში, შეიცვალოს სიხშირით 103.5 მჰც, სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად;
გ) კერძო მაუწყებლობის №B156 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 104.0 მჰც, რადიომაუწყებლობისთვის ქ. გორში, შეიცვალოს სიხშირით 103.5 მჰც, ლიცენზიაში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შეუცვლელედ.
ამავე დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 7 ივნისს დამატებით წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათიდან (№შ-10/2748-18) ირკვევა, რომ გორის და ხაშურის სამაუწყებლო ზონებში მოდიფიცირების შედეგად განხორციელდება, ადგილმდებარეობის მიხედვით გამოყენებაში არსებული (დაკავებული) სიხშირეების გადანაცვლება და მათი მნიშვნელობების გაკენტების მიზნით, წანაცვლება 100 კჰც-ით. ამასთან ერთად, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში და ქ. ახალციხეში გამოყენებული (დაკავებული) 103.4მჰც სიხშირის 100 კჰც-ით წანაცვლებული მნიშვნელობა (103.5 მჰც) იმავე გეოგრაფიულ არეალში 103.4მჰც - ის ფუნქციონირების დროს, არაგამოყენებადი რესურსია და შესაბამისად თავისუფალ სიხშირულ რესურსად ვერ განისაზღვრება. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ ზემოაღნიშნული სიხშირეებით სარგებლობა, არ შეზღუდავს კომისიის 2017 წლის 30 აპრილის 227/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „87.5მჰც÷108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ“ ამჟამად მოქმედ გეგმაში განსაზღვრული სიხშირული რესურსის გამოყენებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B65 და №B66 ლიცენზიების ტექნიკურ პარამეტრებში მიზანშეწონილია დამატებით მიეთითოს გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, ანტენის განთავსების ადგილის კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ჩაიწეროს შემდეგნაირად - ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. რაც შეეხება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი №B78 და №B89 ლიცენზიებით, ქ. გორში (102.0მჰც) და ქ. დმანისში (100.2მჰც) მაუწყებლობისთვის განსაზღვრული სიხშირეების გაკენტების შესაძლებლობის საკითხს (კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/2693-18, 05.06.18) იგი ეროვნულ დონეზე, შესწავლის პროცესშია. დადებითი შედეგების (შესაძლებლობის) გამოვლენის შემდგომ, უნდა განხორციელდეს, შერჩეული სიხშირეების მოსაზღვრე ქვეყნებთან კოორდინაციის პროცედურა, რაც მთლიანობაში, დროის საკმაო რესურს (სამ თვემდე) საჭიროებს. კოორდინაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქ. გორში და ქ. დმანისში მაუწყებლობისთვის განსაზღვრული სიხშირეების კენტი დაბოლოებით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაცია კომპანიას ეცნობება დამატებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ 2018 წლის 29 მაისს დამატებით წარმოადგინა წერილი (№შ-7/2619-18, 29.05.2018) და იმის გამო, რომ კომპანიას მაუწყებლობის პროცესში პერიოდულად ესაჭიროება უცხო ენაზე გარკვეული კონტენტის გავრცელება მოითხოვა ყველა ლიცენზიის (მათ შორის №B65-ის, №B66-ის, და №B156-ის) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად ქართულთან ერთად რუსულის და ინგლისურის განსაზღვრა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B65, №B66 და №B156 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B65 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“
„ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ე.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. ბათუმი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა (მწვანე კონცხი) |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
300 |
410 41’ 37’’ N; 410 42’ 55’’ E |
25 ± 5 მ |
8 |
ქ. თელავი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
300 |
410 52’ 17.01’’ N; 450 24’ 34.26’’ E |
15 ± 5 მ |
8 |
ქ. ქუთაისი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
300 |
420 16’ 49’’ N; 420 44’ 11’’ E |
70 ± 5 მ |
8 |
ქ. ახალციხე, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
300 |
410 37’ 48’’ N; 420 57’ 25’’ E |
35 ± 5 მ |
8 |
ქ. ხაშური, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა |
104.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
300 |
420 00’ 09’’ N; 430 33’ 39’’ E |
30 ± 5 მ |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.“
2. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B66 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №640/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“
„ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ე.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. თბილისი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა (მთაწმინდის ანძა) |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
300 |
410 41’ 44’’ N; 440 47’ 05’’ E |
230 ± 5 მ |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.“
3. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B156 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №85/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“
„ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. გორი ახალდაბის ანძა |
103.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51”E |
150 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).“
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტისპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |