წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 385 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 10:48

მიღების თარიღი ივლისი 05, 2018

შპსრადიო ჰოლდინგი ფორტუნასკერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016    წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (№შ-7/2619-18, 29.05.2018) და იმის გამო, რომ კომპანიას მაუწყებლობის პროცესში პერიოდულად ესაჭიროება უცხო ენაზე გარკვეული კონტენტის გავრცელება მოითხოვა ყველა ლიცენზიის მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად ქართულთან ერთად რუსულის და ინგლისურის განსაზღვრა. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 7 ივნისის №344/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 5 ივლისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის   №B63, №B64, №B65, №B66, №B78, №B89, №B154, №B155, №B156, №B177, №B186, №B187, №B193 ლიცენზიებს კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6, 2013 წლის პირველი მაისის №292/6, 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2017 წლის 6 ივნისის 389/6, 2014 წლის 13 თებერვლის №84/1, 2014 წლის 13 თებერვლის №83/1, 2016 წლის 25 თებერვლის №121/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1, 2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებების საფუძველზე. აღნიშნული ლიცენზიებით მაუწყებლობის ენას წარმოადგენს ქართული.     

კომისიის 2018 წლის 5 ივლისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/2587-18, 28.05.18) თანახმად მიზანშეწონილია კერძო მაუწყებლობის №B63 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში დამატებით მიეთითოს გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, ანტენის განთავსების ადგილის კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა ჩაიწეროს შემდეგნაირად - ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B63, №B64, №B78, №B89, №B154, №B155, №B177, №B186, №B187 და №B193 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B63 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 30 იანვრის №108/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

„ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

  ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

 

დაკავებული  ზოლის სიგანე  (კჰც)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი,  საქართველოს ტელერადიოცენ ტრის ანძა (მთაწმინდის ანძა)

106.9

FM

V

წრიული

1000

 

300

410 41 44’’ N; 

440 47 05’’

230 ± 5 მ

8


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.“

2. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B64 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №292/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

3. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 25 მარტის №152/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

4.  მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B89 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 6 ივნისის 389/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

5. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B154 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №84/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

6. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B155 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის №83/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

7. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B177 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №121/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

8. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს №543/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

9. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

10. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B193 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის  2017 წლის 4 მაისის №326/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

11. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

12. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

13. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარების დღიდან;

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები