მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 12:06
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2730-18, 06.06.2018) და მოითხოვა 791-796 მჰც (Down-link) და 832-837 მჰც (Up-link) სიხშირულ დიაპაზონში 10 მჰც (2x5) სიხშირული რესურსის გამოყენებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე. 2018 წლის 28 ივნისს დააზუსტა მოთხოვნა და აუქციონის გამოცხადება მოითხოვა 796-801მჰც (Down-link) და 837-842 მჰც Up-link) სიხშირულ რესურსზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით (ევროკომისიის 2010/267/EU, 2012/688/EU და 2011/251/EU) რეკომენდებულია უსადენო/მობილური მიწისზედა სისტემებისათვის განკუნთვნილ დიაპაზონებში რადიოსიხშირული რესურსის გაცემა განხორციელდეს 5 მჰც-იანი ბლოკების ჯერად.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს შესაძლო ხელშემშლელი გარემოებები 800 მჰც დიაპაზონში სიხშირეების გამოყენებით მობილური ქსელების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. კერძოდ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-7/3069-18, 28.06.2018) თანახმად CDMA 850 ტექნოლოგიის თანაარსებობა 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არის პრობლემატური LTE 800 ტექნოლოგიისათვის. ყველაზე დიდი ალბათობით, ხელშეშლები წარმოექმნება LTE 800 განაწილების პირველ (Uplink 832-837 მჰც, Downlink 791-796 მჰც), და მეექვსე (Uplink 857-862 მჰც, Downlink 816-821 მჰც) ბლოკებში LTE-ს ფუნქციონირებას. კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით CDMA 850 ტექნოლოგიისთვის სს „სილქნეტის“ სარგებლობაშია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის გამოყენებით ხორციელდება 24 593 აბონენტისთვის (2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ, პრობლემები შეიძლება შეექმნას ლიცენზიის იმ მაძიებელს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შედეგად, 800 მჰც დიაპაზონში, მოპოვებული ლიცენზიით დაიწყებს მე–4 თაობის სატელეკომუნიკაციო ფართოზოლოვანი მომსახურების მისაწოდებლად საქმიანობას და მეორე მხრივ, სს „სილქნეტს“. რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად ამ ორი ტექნოლოგიის ურთიერთთავსებადობის შესახებ ლიტერატურაში არსებული მწირი მონაცემების და, შესაბამისად, ამ საკითხის ნაკლებად შესწავლის გამო, მართალია დაბალი ალბათობით, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული CDMA 850-დან LTE 800 განაწილების სხვა ბლოკებზე, ხელშეშლების არსებობა.
კომისია აღნიშნავს, რომ დაფარვის ვალდებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიაპაზონის მახასიათებლები და აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბაზარზე დაკავებული პოზიცია (არსებული მობილური ოპერატორი და ახალშემომსვლელი). კომისიას მიაჩნია რომ, მსგავსად ადრე ჩატარებული აუქციონებისა, 800 მჰც დიაპაზონის ლიცენზიისათვის უნდა განისაზღვროს ე.წ. „სერვის-დეფიციტური“ რეგიონების შესაბამისი ქსელებით დაფარვის ვალდებულება დროის გონივრული პერიოდის გათვალისწინებით. კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან 800 მჰც დიაპაზონს სხვა, დაბალსიხშირული დიაპაზონების მსგავსად, სიგნალის გავრცელებისა და შენობა-ნაგებობებში შეღწევის კუთხით (რაც ნაკლებ დანახარჯებს (ნაკლებ საიტებს) საჭიროებს ტერიტორიის დაფარვის კუთხით), მაღალსიხშირულ (1800/2100 მჰც) დიაპაზონებთან შედარებით უკეთესი მახასიათებელი გააჩნია, ამიტომ იგი გამოიყენება სწორედ ეროვნული მასშტაბით დაფარვის ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, წინამდებარე აუქციონის ფარგლებში, 800მჰც სიხშირულ ზოლში მოპოვებული ლიცენზიების პირობად განისაზღვროს დაფარვის შემდეგი ვალდებულება:
ა) თუ აუქციონის გამართვის მომენტისათვის გამარჯვებული პირი უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება კომისიის მიერ განსაზღვრული 800/900/1800 მჰც დიაპაზონებში ერთობლივად 2x30მჰც ან მეტი სიხშირული რესურსის მფლობელი, იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), შემდეგი პირობებით:
|
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ: |
||
|
1. |
30%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში |
|
2. |
50%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის ვადაში |
|
3. |
70% -თვის |
ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში |
|
4. |
90%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში |
შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–თვის;
ბ) თუ აუქციონის გამართვის მომენტისათვის გამარჯვებული პირი უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 800/900მჰც დიაპაზონებში ერთობლივად 2x20მჰც ან მეტი სიხშირული რესურსის მფლობელი, ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრებში, ვიზიტორთა ცენტრებში და რეინჯერთა ცენტრებში (იხილეთ დანართი№1-ის სახით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული 79 ცენტრის ჩამონათვალი, კოორდინატების მითითებით) მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად.
კომისია აღნიშნავს, რომ სალიცენზიო პირობად (ვალდებულებად) ზემოაღნიშნულ ა) და ბ) შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იყოს მომსახურების მიწოდების მინიმალური, სტაბილურად ხელმისაწვდომი ხარისხი, კერძოდ სპექტრალური ეფექტურობა (გაზომილი ერთეულებში - ბიტი/წმ/ჰერცი და ბიტი/წმ/ჰერცი/ფიჭა) ETSI TR 136 912 V.13.0.0 (2016-01) და TR 136 913 V.13.0.0 (2016-01) ტექნიკურ დოკუმენტებში მოყვანილი მახასიათებლების შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი მომსახურებას მიაწოდებს LTE ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
წინამდებარე აუქციონის ფარგლებში, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა მიიღოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, დასადგენი რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება რადიოსიხშირული რესურსის მართვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს ბაზარზე რადიოსიხშირეების განაწილების მხრივ არსებული სიტუაცია.
თვალსაჩინოებისათვის, კომისია წარმოადგენს ინფორმაციას აუქციონზე გამოტანილი ჰარმონიზებული დიაპაზონების ხელმისაწვდომი და ლიცენზიის მფლობელების სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული რესურსის შესახებ, ცხრილის სახით:
|
დიაპაზონი |
სიხშირული რესურსი მჰც |
|||||||
|
მაგთიკომი |
ჯეოსელი |
მობიტელი |
აუქციონის ფარგლებში ხელმისაწვდომი |
|||||
|
800 მჰც |
2x5 |
10 |
0 |
0 |
2x10 |
20 |
2x5 |
10 |
|
900მჰც |
2x13.2 |
26.4 |
2x11.8 |
23.6 |
2x5.49 |
10.98 |
|
|
|
1800მჰც |
2x29.9 |
59.8 |
2x29.9 |
59.8 |
2x10 |
20 |
|
|
|
2100მჰც (დაწყვილებული) |
2x15 |
30 |
2x16 |
30 |
2x10 |
20 |
|
|
|
სულ |
2x58.1 |
116.2 |
2x56.7 |
113.4 |
2x25.49 |
50.98 |
|
|
|
სულ 1გჰც–ს ქვემოთ |
2x18.2 |
36.4 |
2x11.8 |
23.6 |
2x15.49 |
30.98 |
|
|
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ წინამდებარე აუქციონით რადიოსიხშირული რესურსის გაცემის მიზანს წარმოადგენს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და სერვის-დეფიციტურ რეგიონებში ფართოზოლოვანი მომსახურების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკურად ეფექტიან, დაბალსიხშირულ (1 გჰც–ს ქვემოთ) ჰარმონიზებულ დიაპაზონებში არსებულ სიხშირულ რესურსზე ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურულ დონეზე კონკურენციის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანწილად განხორციელდა აქამდე (კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N663/8 და 2016 წლის 17 მარტის N185/8 გადაწყვეტილებები) 800 მჰც დიაპაზონში ჩატარებული აუქციონების შედეგად, როდესაც გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში დადგინდა ისეთი სახის რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა, რომელმაც შეუზღუდა პირს აუქციონში მონაწილეობის უფლება, თუ აუქციონის გამართვის მომენტისათვის იგი უკვე ფლობდა ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდებოდა კომისიის მიერ განსაზღვრული 1 გჰც-ს ქვემოთ არსებული მსგავსი მახასიათებლების მქონე 800 მჰც და 900 მჰც დიაპაზონების ფარგლებში ხელმისაწვდომი რესურსის 2x25 მჰც–ზე მეტის მფლობელი. შესაბამისად, წინამდებარე აუქციონზე რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობის დადგენა, რომელიც პირს შეუზღუდავს მონაწილეობის უფლებას მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა დადგინდეს შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე შემდეგი ფორმულით: P= Pn*C-B სადაც: P - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში; Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა; C - ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა; B - სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ, აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული აუქციონის გამოცხადებისას კომისიას შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ლიცენზიისათვის განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნებისა და ვალდებულებების გაითვალისწინებით განსაზღვროს 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება და ისე გაიანგარიშოს შესაბამისი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება ხორციელდება ბენჩმარკინგისა და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიების გამოყენებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიას საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (SPA140019263) ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის („ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი.“-ს ფილიალი საქართველოში) მიერ, ტენდერის მოთხოვნების გათვალისწინებით, განხორციელდა ბიზნეს მოდელირების მეთოდის გამოყენებით 800 მჰც, 900მჰც და დაწყვილებული 2100 მჰც დიაპაზონის შეფასება და 1მჰც რესურსის ღირებულების (დამრგვალებული მთელ რიცხვამდე) განსაზღვრა. 800 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო საბაზრო ღირებულება - 2 545 494 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარით განისაზღვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ აუქციონის ფარგლებში ხელმისაწვდომი ლიცენზიისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა გაანგარიშდეს კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იქნება მინიმალური 5% - ის ოდენობით. შესაბამისად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრება 24 182 193.00 ლარის ოდენობით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და 472 მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებისა“ და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოცხადდეს აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 837-842 მჰც (Up-link) და 796-801 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;
დ) ტექნიკური პირობები:
დ.ა) ტექნიკური პირობები FDD საბაზო სადგურებისათვის:
დ.ა.ა) ბლოკის შიგნით EIRP-ს (ექვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის - 64 დბმ/5 მჰც.
დ.ა.ბ) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა:
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
FDD აპლინკისათვის განკუთვნილი სიხშირეები (832 მჰც-დან 862 მჰც-მდე) |
-49.5 დბმ |
5 მჰც |
დ.ა.გ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი სიხშირეებისათვის (791 მჰც-დან 821 მჰც-მდე)
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან |
18 დბმ |
5 მჰც |
|
-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან |
22 დბმ |
5 მჰც |
|
0 მჰც-დან +5 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან |
22 დბმ |
5 მჰც |
|
+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან |
18 დბმ |
5 მჰც |
|
FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი დანარჩენი სიხშირეებისათვის |
11 დბმ |
1 მჰც |
დ.ა.დ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე), რომლებიც გამოყენებულია, როგორც დამცავი ზოლი (guard band)
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
790 მჰც-დან 791 მჰც-მდე |
17.4 დბმ |
1 მჰც |
|
|
დ.ა.ე) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები 790 მჰც-ს ქვემოთ მდებარე სიხშირეებისათვის
|
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები |
პირობა EIRP-ზე საბაზო სადგურის ბლოკის შიგნით, P დბმ/10მჰც |
მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ |
გაზომვების ზოლის სიგანე |
|
470 მჰც-დან 790 მჰც-მდე |
P≥59 |
0 დბმ |
8 მჰც |
|
36≤P<59 |
(P-59) დბმ |
8 მჰც |
|
|
P<36 |
-23 დბმ |
8 მჰც |
დ.ბ) ტექნიკური პირობები FDD ტერმინალური სადგურებისათვის: ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 23 დბმ.
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;
ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), შემდეგი გრაფიკით:
|
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ: |
||
|
1. |
30%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში |
|
2. |
50%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის ვადაში |
|
3. |
70% -თვის |
ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში |
|
4. |
90%-თვის |
ლიცენზიის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში |
თუ ლიცენზიის მფლობელი კომპანია ფლობს 800/900/1800 მჰც დიაპაზონებში ერთობლივად 2x30მჰც ან მეტ სიხშირული რესურსს;
ე.გ) უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრებში, ვიზიტორთა ცენტრებში და რეინჯერთა ცენტრებში (იხილეთ დანართი №1-ის სახით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული 79 ცენტრის ჩამონათვალი, კოორდინატების მითითებით) მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, თუ ლიცენზიის მფლობელი კომპანია 800/900მჰც დიაპაზონებში ერთობლივად ფლობს 2x20მჰც ან მეტ სიხშირულ რესურსს;
ე.დ) წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული დასახლებული პუნქტებისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრებში, ვიზიტორთა ცენტრებში და რეინჯერთა ცენტრებში -უზრუნველყოს სპექტრალური ეფექტურობა (გაზომილი ერთეულებში - ბიტი/წმ/ჰერცი და ბიტი/წმ/ჰერცი/ფიჭა) ETSI TR 136 912 V.13.0.0 (2016-01) და TR 136 913 V.13.0.0 (2016-01) ტექნიკურ დოკუმენტებში მოყვანილი მახასიათებლების შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი მომსახურებას მიაწოდებს LTE ტექნოლოგიის გამოყენებით.
შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის;
ე.ე) კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა რეგიონებში რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;
ე.ვ) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის ფარგლებში გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;
ე.ზ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად რადიოსიხშირული რესურსის კოორდინირებულად გამოყენება;
ე.თ) 827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა.
ე.ი) ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული რესურსის გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 50%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;
ე.კ) (ბაზარზე არსებული 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში ლიცენზიის მფლობელებისათვის დამატებითი პირობა) ლიცენზიით განსაზღვრული რესურსისა და 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული რესურსის ფარგლებში დანერგილი ერთი ან ერთზე მეტი უსადენო ტექნოლოგიის (მიწისზედა სისტემის) გამოყენებით, ერთობლივად, ლიცენზიის მიღებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 90%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;
ე.ლ) (ბაზარზე ახალშემომსვლელი ლიცენზიის მფლობელებისათვის (რომელიც არ ფლობს 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში სიხშირულ რესურსს) დამატებითი პირობა) ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული რესურსისა და სხვა ლიბერალიზებულ დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული რესურსის ფარგლებში დანერგილი უსადენო ტექნოლოგიის (მიწისზედა სისტემის) გამოყენებით, ერთობლივად, უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 90%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;
ე.მ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებული აუქციონისათვის განისაზღვროს შემდეგი პირობები:
ა) აუქციონით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვროს 24 182 193,00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარს;
ბ) აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 21 აგვისტო 12:00 საათი;
გ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2018 წლის 6 აგვისტოს 17:00 საათამდე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
6. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. (იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობას იღებს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული პირის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე პირმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნკიკაციების სფეროში შესაბამის საქმიანობაზე. ავტორიზაციის გავლისას იურიდიულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმომადგენლობის ან ფილიალის რეგისტრაციის შესახებ, ასევე წესდების ასლი, ხოლო ფიზიკურმა პირმა ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შესახებ);
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს +995 32 239 40 29);
გ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო საზოგადოება ”თი-ბი-სი ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 11 TB 06 000 000 006 093 26;
ბანკი - სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
ბანკის კოდი - TBCBGE22;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
7. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნების საკითხები განისაზღვრება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
8. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;
9. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
10. დამტკიცდეს კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1;
11. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
