წვდომის მენიუ

შპს „ბრაო სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 39 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 10:32

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

შპს „ბრაო სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან (№შ-10/101-18, 08.01.2018) ირკვევა, რომ შპს „ბრაო სატს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ თვეებზე რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიის დავალიანება კომისიის წინაშე შეადგენს - 218 ლარს.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (№შ-10/248-18; 16.01.2018) ირკვევა, რომ შპს „ბრაო სატს“ არ წარმოუდგენია 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/101-18, 08.01.2018) და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/248-18; 16.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბრაო სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 25 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ბრაო სატს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/179-18, 17.01.2018) კომპანიას არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01003947258; გაგზავნის თარიღი:17.01.2018; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; მიზეზი: ადრესატი არ იმყოფება მისამართზე). შესაბამისად, კომისიის 2018 წლის 25 იანვრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის პირველ თებერვალს, 15:00 საათზე.  აღნიშნულის თაობაზე 2018 წლის 26 იანვრის N03/264-18 შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ბრაო სატს“ და გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps.page ) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. კომისიის 2018 წლის 26 იანვრის N03/264-18 შეტყობინება კომპანიას არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01003946932 და AP01003946928; გზავნილის თარიღი: 26.01.2018; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან).  

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ბრაო სატის“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2018 წლის 26 იანვრის  N03/264-18 შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps.page) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ბრაო სატის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ შპს „ბრაო სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ რეგულირების საფასურის გაანგარიშებაში (2016 წლის ნოემბრის თვის გაანგარიშება) შემოსავლის გრაფაში მითითბული არის 29066.80 ლარი, ხოლო გრაფაში რეგულირების საფასურის ოდენობა - მითითებული არის 0 (ნული) ლარი. ასევე, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, სადაც შემოსავლები ივსება განცალკევებულად, იდენტური თანხა კომპანიას უფიქსირდება სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურების გრაფაში (2016 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა). ასევე, შპს „ბრაო სატი“ ავტორიზაციის დღიდან (ავტორიზაციის თარიღი: 28.12.2015)  2017 წლის ოქტომბრის თვემდე კომისიაში წარმოადგენდა რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს (გარდა ნოემბრის თვისა) და ნულოვან სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულიორების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/502-18;30.01.2018) ირკვევა, რომ შპს „ბრაო სატი“ არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას და ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის მხრიდან რაიმე სახის აქტივობა არ დაფიქსირებულა.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-10/101-18, 08.01.2018);
  2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/248-18; 16.01.2018);
  3.  შპს „ბრაო სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემები;
  4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/502-18;30.01.2018);
  5. კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №03/179-18 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს „ბრაო სატისთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01003947258);
  6. კომისიის 2018 წლის 26 იანვრის  N03/264-18 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები (გზავნილის კოდი: AP01003946932 და AP01003946928 );
  7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;
  8. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;
  9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბრაო სატის“ შესახებ მონაცემები;

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ბრაო სატი“ 2015 წლის 28 დეკემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „ბრაო სატი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა  და „კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/502-18;30.01.2018) დგინდება, რომ შპს „ბრაო სატი“ არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას და ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის მხრიდან რაიმე სახის აქტივობა არ დაფიქსირებულა;
  5. შპს „ბრაო სატს“ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოსადგენი აქვს 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  6. შპს „ბრაო სატს“ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
  7.  შპს „ბრაო სატი“ ავტორიზაციის დღიდან (ავტორიზაციის თარიღი: 28.12.2015)  2017 წლის ოქტომბრის თვემდე კომისიაში წარმოადგენდა რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს (გარდა 2016 წლის ნოემბრის თვისა) და ნულოვან სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებს;
  8. შპს „ბრაო სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ რეგულირების საფასურის გაანგარიშებაში (2016 წლის ნოემბრის თვის გაანგარიშება) შემოსავლის გრაფაში მითითბული არის 29066.80 ლარი, ხოლო გრაფაში რეგულირების საფასურის ოდენობა - მითითებული არის 0 (ნული) ლარი. ასევე, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, სადაც შემოსავლები ივსება განცალკევებულად, იდენტური თანხა კომპანიას უფიქსირდება სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურების გრაფაში (2016 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა). შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია, ვინაიდან ზემოაღნიშნული შემოსავალი არ არის რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი, რაც დასტურდება კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემებით, რომლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემოსავალი წარმოადგენს სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს;  
  9. შპს „ბრაო სატის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბრაო სატის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, კომისიის დადგენილებისა და  გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებები, კერძოდ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:  არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;  არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;  არ იხდის რეგულირების საფასურს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ბრაო სატი“ არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები N4), ავტორიზაციის გავლის დღიდან კომისიას წარუდგენს ნულოვან რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, ხოლო ოქტომბრის თვიდან არ წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს და არ ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები N7 და N8), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ბრაო სატისთვის“ ავტორიზაციის შეჩრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ხოლო შპს „ბრაო სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს „ბრაო სატისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) შპს „ბრაო სატისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების უზრუნველყოფა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბრაო სატისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ბრაო სატისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ბრაო სატისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი).

       კომისიის თავმჯდომარე                                                                                                       კახი ბექაური

       კომისიის წევრი                                                                                                                         ვახტანგ აბაშიძე

       კომისიის წევრი                                                                                                                         ელისო ასანიძე

       კომისიის წევრი                                                                                                                         გიორგი ფრუიძე

       კომისიის წევრი                                                                                                                         მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები