წვდომის მენიუ

„განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 391 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2018 9:59

მიღების თარიღი ივლისი 05, 2018

„განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებით, „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №810/19 გადაწყვეტილებით,  „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის №79/19 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” საფუძველზე და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მომართვის თანახმად,  სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“, შპს „მაგთიკომისათვის“ დადგინდა 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა“ 2018 წლის 18 ივნისს №01-02/9508 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2906-18 18.06.2018) მიმართა კომისიას თხოვნით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სს „სილქნეტისა“ და შპს „ჯეოსელის“ ინტეგრაციის პროცესი, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად, ნაცვლად 2018 წლის 1 ივლისისა, განისაზღვროს 2018 წლის 1 სექტემბერი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ანალოგიური თხოვნით კომისიას №795/18 04.07.2018 წერილით მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3190-18 05.07.2018) და მოითხოვა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად, ნაცვლად 2018 წლის 1 ივლისისა, განისაზღვროს 2018 წლის 1 სექტემბერი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ანალოგიური თხოვნით კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №34-ე სხდომაზე კომისიას მიმართა შპს „მაგთიკომის“ რწმუნებულმა ლევან გიორგაძემ და მოითხოვა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად, ნაცვლად 2018 წლის 1 ივლისისა, განისაზღვროს 2018 წლის 1 სექტემბერი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ უნდა დააკმაყოფილოს თხოვნა და განუსაზღვროს შპს „ჯეოსელს“, შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „მაგთიკომს“  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის გონივრული ვადები, სხვა ავტორიზებული პირებისათვის კომისიის №706/22 26.10.2017 გადაწყვეტილებით დადგენილი მაქსიმალური ვადების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში;

2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შპს „ვიონი საქართველოსათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე“;

„დ) შპს „ჯეოსელისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 იანვრამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე“;

„ვ) შპს „მაგთიკომისათვის“ – სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 30 იანვრამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე“;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები