შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალის „ კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „ჯეოტელის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას ავტორიზაციების შეჩერების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 11:00
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალის „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „ჯეოტელის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას ავტორიზაციების შეჩერების საკითხის განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის N594/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომი“ (ს/კ204382042) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.5. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“ (ს/კ204503894) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალი“ (ს/კ203836509) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
კომუტირებადი არხებით ინეტრენტ მომსახურება (dial-up)
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოტელი“ (ს/კ205034979) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სხარტი“ (ს/კ206130097) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეტი“ (ს/კ416316917) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiMax
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნ-ტექნოლოჯის“ (ს/კ405030158) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აეროლინკი“ (ს/კ400155880) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სანნეტი“ (ს/კ412720505) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2.ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე საბა გოგია (ს/კ39001031682) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის (Nშ-10/2686-18) და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივნისის (Nშ-10/2725-18) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ტელეკომი“, შპს „ჯეო-ცნობარი“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალი“, შპს „ჯეოტელი“, შპს „სხარტი“, შპს „ჯეონეტი“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკი“, შპს „სანნეტი“, ინდ. მეწარმე საბა გოგია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებენ სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და კომისიაში წარმოადგენენ რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ასევე სხვა ავტორიზებული პირები ზემოაღნიშნულ კომპანიებს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორებად. შესაბამისად ზემოაღნიშნული კომპანიები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „ჯეოტელის“,
შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას ავტორიზაციების შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 5 ივლისი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „ჯეოტელის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას საკითხების განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე.
შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას შეტყობინებები საკითხის განხილვის თაობაზე ჩაბარდათ მითითებულ მისამართებზე. შპს „ჯეოტელს“ შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე არ ჩაბარდა იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ჯეოტელის“ ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის გადადება 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე. ხოლო შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ზემოაღნიშნული კომპანიების დაუსწრებლად, აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „საქართველოს ტელეკომის“, შპს „ჯეო-ცნობარის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“, შპს „სხარტის“, შპს „ჯეონეტის“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკის“, შპს „სანნეტის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას ავტორიზაციების შეჩერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:
ა) შპს „საქართველოს ტელეკომს“ (ს/კ204382042) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ბ) შპს „ჯეო-ცნობარს“ (ს/კ204503894) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
გ) უცხოური საწარმოს ფილიალს „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალი“ (ს/კ203836509) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
დ) შპს „სხარტს“ (ს/კ206130097) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ე) შპს „ჯეონეტს“ (ს/კ416316917) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ვ) შპს „ნ-ტექნოლოჯის“ (ს/კ405030158) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ზ) შპს „აეროლინკს“ (ს/კ400155880) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
თ) შპს „სანნეტს“ (ს/კ412720505) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ი) ინდ. მეწარმე საბა გოგიას (ს/კ39001031682) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. გადაიდოს შპს „ჯეოტელის“ (ს/კ205034979) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვა 2018 წლის 26 ივლისს 15:00 საათზე;
3. განემარტოთ შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „ჯეო-ცნობარს“, უცხოური საწარმოს ფილიალს „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალს“, შპს „სხარტს“, შპს „ჯეონეტს“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკს“, შპს „სანნეტსა“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. განემარტოთ შპს „საქართველოს ტელეკომს“, შპს „ჯეო-ცნობარს“, უცხოური საწარმოს ფილიალს „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალს“, შპს „ჯეოტელს“, შპს „სხარტს“, შპს „ჯეონეტს“, შპს „ნ-ტექნოლოჯის“, შპს „აეროლინკს“, შპს „სანნეტსა“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“, შპს „ჯეო-ცნობარისთვის“, უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“, შპს „ჯეოტელისთვის“, შპს „სხარტისთვის“, შპს „ჯეონეტისთვის“, შპს „ნ-ტექნოლოჯისთვის“, შპს „აეროლინკისთვის“, შპს „სანნეტისთვის“ და ინდ. მეწარმე საბა გოგიასთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
