სს „საქართველოს ბანკისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2018 15:38
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
სს „საქართველოს ბანკისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ბანკმა“ (რეგისტრირებულია კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ რეგ. №06/5-07, 29/11/1995; ს.კ. № 204378869) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2639-18, 30.05.18) და მოითხოვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივნისის №10/2799-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სს „საქართველოს ბანკს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივნისის №10/2799-18 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით (2018 წლის 6 ივლისიდან 2019 წლის 6 ივლისის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1819.58 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 18 ივნისს სს „საქართველოს ბანკას“ გაეგზავნა წერილი №16/2015-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1819.58 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 1 ივლისამდე. სს „საქართველოს ბანკმა“ 2018 წლის 20 ივნისს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1819.58 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 ივლისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „საქართველოს ბანკის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „საქართველოს ბანკისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს სს „საქართველოს ბანკს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1829 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2018 წლის 6 ივლისიდან 2019 წლის 6 ივლისის ჩათვლით;
2. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს სს „საქართველოს ბანკს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.g№cc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სს „საქართველოს ბანკისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს ბანკისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.g№cc.ge) გამოქვეყნება;
9. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს ბანკისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
დანართი |
|||||||
|
|
|||||||
|
|
|
||||||
|
N |
განთავსების ადგილი და კოორდინატები |
სიხშირეები |
სიხშირული ზოლი |
სიმძლავრე |
|||
|
A |
B |
||||||
|
|
A |
B |
მჰც |
მჰც |
ვტ |
||
|
1 |
ქ.თბილისი |
ქ.თბილისი |
37366 |
38626 |
56 |
0.25 |
|
|
2 |
ქ.თბილისი |
ლილო |
15061 |
14746 |
28 |
0.25 |
|
|
15089 |
14774 |
28 |
0.25 |
||||
