„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2018 10:18
მიღების თარიღი ივლისი 05, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება (შემდგომში „დებულება“). დებულებით განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კომისიის ფუნქციები, საქმიანობის წესი, კომისიის აპარატის სტრუქტურა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის საკითხებზე მუშაობის მიმდინარე ეტაპზე გამოიკვეთა, რომ კომისიის დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციის სამეურნეო უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფებს შორის ფუნქციების არსებული გადანაწილება იწვევს ფუნქციებისა და პროცესების დუბლირებას აღნიშნულ ჯგუფებს შორის. შეფასდა, რომ პროცესის მთლიანობისათვის და გამართული ფუნქციონირებისათვის, მიზანშეწონილი იქნება ლოჯისტიკის პროცესები სრულად დაემატოს შესყიდვების პროცესებს და აღნიშნული პროცესების მართვა და მონიტორინგი განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის მიერ. შესაბამისად, გამოიკვეთა ლოჯისტიკური ფუნქციების ახლებურად გადანაწილებისა და სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფისთვის სახელწოდების შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ჯგუფის სახით ჩამოყალიბების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი კომისიის დებულების მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, რაც უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის დებულებაში” ცვლილების შეტანის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 2 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (თ. ჭელიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
|
|
|
|
|
|
|
