წვდომის მენიუ

შპს „მობილაივისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 432 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2018 16:15

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

 

 შპს „მობილაივისთვის”  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის

 (NSPC) მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მობილაივმა” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი  №7/3259-18, 10.07.18) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) გამოყოფის თაობაზე.

                 კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობილაივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

                კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებ­ლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ  შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

                 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს  „მობილაივს” უნდა მიენიჭოს ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი 019-00 (1216), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით  მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „მობილაივს” ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 019-00 (1216) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 26 ივლისიდან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის          შპს „მობილაივისთვის“ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „მობილაივისთვის“  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები