წვდომის მენიუ

ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 44 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 10:45

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

იპკლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისკერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ“ (№შ-7/9273-17, 08.12.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B86  ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B86 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდუ-ლაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამც. სიმძლ.

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

95.9

FM

V

წრიული

2000

41°41'44"N

44°47'05"E

75

8

გორი

107.7

FM

V

წრიული

500

42°01'56"N

44°02'51"E

70

8

ახალციხე

100.9

FM

V

წრიული

500

41°37'48"N

42°57'25"E

40

8

თელავი

101.7

FM

V

წრიული

500

41°52'13"N

45°24'35"E

15

6

ქუთაისი

101.8

FM

V

წრიული

2000

42°16'49"N

42°44'11"E

75

8

ბათუმი

103.9

FM

V

წრიული

500

41°41'37"N

41°42'55"E

40

8

ზუგდიდი

104.6

FM

V

წრიული

2000

42°24'48"N

41°49'05"E

40

8

ახალქალაქი

102.9

FM

V

წრიული

1000

41°20'52"N

43°25'34"E

60

8

დმანისი

107.6

FM

V

წრიული

1000

41°22'38"N

44°12'52"E

150

6

დედოფლის წყარო

102.6

FM

V

წრიული

500

41°28'0.81"N

46°08'10.82"E

180

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბერს №811/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 18 იანვრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის 18 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიამ კომისიაში შემოიტანა განცხადება ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ვერ მოახერხა ლიცენზიით გათვალისწინებულ ათივე რეგიონში მაუწყებლობის აღდგენა. ფინანსური სახსრების შემცირების გამო მათ ვერ შეძლეს 2017 წლის დეკემბერში მიმდინარე ხარჯების დაფარვაც. ამჟამადაც კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ მაუწყებლობა განაახლოს მხოლოდ თბილისშიც. ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შეეცადნენ ფინანსური სახსრების და სპონსორების მოძიებას, თუმცა უშედეგოდ. საუბარი იყო ლიცენზიის გასხვისებაზეც თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული აკრძალვების გამო მოლაპარაკებები ვერ შედგა. 

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი რადიომაუწყებელი არსებობდეს ბაზარზე. შესაბამისად კომპანიის წარმომადგენელს სთხოვა იმ შემთხვევაში თუ ააიპ „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ ჰქონდა რადიომაუწყებლობის აღდგენის პერსპექტივა, წარმოედგინა ინფორმაცია რომელ ქალაქებში შეძლებდა მაუწყებლობის განახლებას და რა ვადაში. თავის მხრივ კომისია იმსჯელებდა ლიცენზიის ნაწილობრივი გაუქმების შესაძლებლობაზეც. ამ მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზე შესვენების გამოცხადება 2018  წლის 25 იანვარის 15:00 საათამდე.

კომისიის 2018 წლის 25 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გაიარეს კონსულტაციები მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანიას არ აქვს რადიომაუწყებლობის განხორციელების პერსპექტივა. შესაბამისად მოითხოვა ლიცენზიის გაუქმება. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომისიას კეთილგანწყობისთვის და წარმატებები უსურვა იმ კომპანიებს ვინც მომავალში იმაუწყებლებენ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიით გათვალისწინებული  სიხშირული რესურსით.

კომისიამ 2018 წლის 25 იანვარს ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2018 წლის პირველი თებერვლის, 15:00 საათი განსაზღვრა.

კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველის პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B86 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                       ელისო ასანიძე

                    კომისიის წევრი                                                                                                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                       მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები